ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ყაზახეთმა უზბეკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის ტარიფი 11%-ით გაზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საინფორმაციო პორტალი Tengrinews ავრცელებს.

ყაზახეთის საინფორმაციო პორტალ Tengrinews-ის თანახმად, სს „ყაზტრანსოილის“ გენერალური დირექტორის (გამგეობის თავმჯდომარის) 2022 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით, სს „ყაზტრანსოილის“ რუსული ნავთობის უზბეკეთში ტრანსპორტირების მომსახურების ტარიფი 1 ტონაზე 27,9 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე) გახდება.

ახალი ტარიფი 2023 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

ამჟამად მოქმედი ტარიფი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდანაა ძალაში, 1 ტონაზე 25,12 დოლარს (დღგ-ს გარეშე) შეადგენს.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply