ხულოში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს გადააჭარბა. გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდა, – პრობლემაა, შიდა სასოფლო გზებზე. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია ამ დროისთვის 7 სოფელს არ მიეწოდება.
Read More »