Author Archives: admin

როგორი ზამთარი იქნება უკრაინაში – უკრჰიდრომეტეოროლოგიური ცენრის პროგნოზი

უკრაინის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ვარაუდით, მიმდინარე ზამთარში მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურა – 1-2 გრადუსით მეტი 1991-2020 წლებისთვის დათვლილ ნორმაზე, ხოლო ძალიან ცივი ამინდის ხანგრძლივი პერიოდის ალბათობა, მინიმალური ტემპერატურით -25-დან -30 გრადუსამდე, უკრაინაში “ძალიან დაბალია”. ეს პროგნოზი ცენტრმა უკრაინაში წლების განმავლობაში დაგროვილი მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემების გაანალიზების შემდეგ გააკეთა. „მეტეოროლოგიური მეცნიერების თანამედროვე განვითარება მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ არ იძლევა შესაძლებლობას, ატმოსფერული პროცესების ყოველდღიური საიმედო ...

Read More »

SOCAR-ი და რუმინული კომპანია შავი ზღვის LNG-ინვესტიციებთან დაკავშირებით თანამშრომლობას გეგმავენ

რუმინულმა სახელმწიფო კომპანია Romgaz-მა, აზერბაიჯანულ SOCAR-თან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. კომპანიებს შორის ბუდაპეშტში გაფორმებული შეთანხმება შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ობიექტებში ერთობლივი ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს. Romgaz-ი და SOCAR-ი ერთობლივი ძალებით ობიექტების მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს დააფინანსებენ. კვლევები შავი ზღვის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ორ ტერმინალსა  და რეგაზიფიკაციის ქარხნის მშენებლობას შეეხება. რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი ჩუკას განცხადებით, ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის  21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.41 (+  2.38)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.55  (+  2.73)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: კარგი იქნებოდა, არასდროს გვქონოდა ისეთი ენერგოპოლიტიკა, რომელიც რუსეთზე ასეთ დამოკიდებულებას გამოიწვევდა

ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს აქვს ნეგატიური გავლენა მთელ მსოფლიოზე და ევროპაზე. კრიშიანის კარინიშმა აღნიშნა, რომ ეს ეხება ენერგორესურსებზე ფასებს და ზოგადად, ფასების ზრდას ბიზნესისთვის და მომხმარებლებისთვის. „ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ბიზნესს და მომხმარებლებს. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც გაერთიანებამ. ევროკომისიას ...

Read More »

ევროკავშირი გაზის იმპორტზე 11 მლრდ ევროს ზოგავს

განახლებადმა ენერგიამ ევროკავშირს საშუალება მისცა, თავიდან აიცილოს 99 მილიარდი ევრო ბუნებრივი აირის იმპორტი, რაც 11 მილიარდი ევროთი მეტია გასულ წელთან შედარებით და ეს ყველაფერი ქარისა და მზის ენერგიის რეკორდული ზრდის წყალობით. ამას მოწმობს ანალიტიკური ცენტრების E3G-ისა და Ember-ის მიერ ჩატარებული კვლევა, წერს Euractiv. unian.net-ის ინფორმაციით, ახალი ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მარტიდან ევროკავშირმა ენერგიის მეოთხედი მზისა და ქარისგან გამოიმუშავა, რაც თავიდან ...

Read More »

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ჩვენ ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ ენერგო გამოწვევებს

ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ინფლაცია იზრდება, გადასახადები იზრდება და აშკარაა, პატარა ნაბიჯების გადასადგმელად დრო აღარ არის. მოსახლეობა ითხოვს მოქმედებას. მოსახლეობას აქვს კითხვები და ევროპული საზოგადოებას ჩვენი ქმედებების იმედი აქვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. „ეს გაურკვევლობა იწვევს ცუნამს. ეს ეხება ყველაფერს: ბიუჯეტს, ფასებს, გადასახადებს, ხელფასებს. ჩვენ შეგვიძლია, დავწიოთ გადასახადები. ჩვენ შეგვიძლია ამ კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა შევამციროთ. ჩვენ შეგვიძლია ...

Read More »

ესპანეთი უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას ოთხ კომპლექტ 400 კილოვატიან და ერთ კომპლექტ 150 კილოვატიან გენერატორებს მიაწვდის. გენერატორებს უკრინა სამი დღის განმავლობაში მიიღებს. რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

Read More »

რომპეტროლი შემოსავალს 73%-ით ზრდის

2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით შპს ,,რომპეტროლ საქართველო’’ შემოსავალს $228.1მლნ-ს აფიქსირებს, ეს მაჩვენებელი 73%-ით მეტია პანდემიის წელზე (2020). აღნიშნულ პერიოდში კომპანიას 7.3%-ით ეზრდება დისტრიბუციის ხარჯები და $9.8მლნ უფიქსირდება. კომპანიას ასევე 28.9%-ით ეზრდება ადმინისტრაციული ხარჯები და $5.9მლნ უფიქსირდება. კომპანიის ზრდის აქტივებს $53.6მლნ-მდე (+20% Y.Y), ხოლო კომპანიის კაპოტალი $8.3მლნ-მდე იზრდება(+42.2% Y.Y). 2021 წელს კომპანიის საერთო მოგებამ $19.7მლნ შეადგინა, რაც პანდემიის წელთან შედარებით ...

Read More »

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და CENN-მა ჰიდროლოგიის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და CENN-მა ჰიდროლოგიის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი სწავლების მიზანია ალაზნის აუზში მდინარის ჩამონადენის პროგნოზირების სისტემის შექმნის დაგეგმვა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი კლიმატის სერვისების საჭიროების განსაზღვრა. ექსპერტებთან ერთად, მომზადდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, გარემოს ...

Read More »

პოლონეთის პრემიერი: თეორიულად იაფი რუსული გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის კურთხევა უნდა ყოფილიყო, თუმცა მთელი ევროპისთვის წყევლა გახდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მკაცრად გააკრიტიკა გერმანია ენერგეტიკის სფეროში მისი წინა პოლიტიკის გამო. „ეს თეორიულად იაფი რუსული გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის კურთხევა უნდა ყოფილიყო, თუმცა მთელი ევროპისთვის წყევლა გახდა“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავეცკის თქმით, ახლა ყველა ქვეყანას შეუძლია დაინახოს ამ პოლიტიკის შედეგები. „ისინი ხედავენ გერმანული პოლიტიკის, გერმანულ-რუსული პოლიტიკის ფიასკოს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

Read More »