2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით შპს ,,რომპეტროლ საქართველო’’ შემოსავალს $228.1მლნ-ს აფიქსირებს, ეს მაჩვენებელი 73%-ით მეტია პანდემიის წელზე (2020).
კომპანიის ზრდის აქტივებს $53.6მლნ-მდე (+20% Y.Y), ხოლო კომპანიის კაპოტალი $8.3მლნ-მდე იზრდება(+42.2% Y.Y).
2021 წელს კომპანიის საერთო მოგებამ $19.7მლნ შეადგინა, რაც პანდემიის წელთან შედარებით 30.8%-იანი ზრდაა.
შეგახსენებთ,რომ შპს ,,რომპეტროლ საქართველო’’ 2022 წლის სექტემბრის ტოპ 5 იმპორტიორ კომპანიაში შევიდა შემდეგ კომპანიებთან ერთად:Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; სან პეტროლიუმ ჯორჯია; ტოიოტა კავკასია.
რომპეტროლი საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 82 ბენზინგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი (2020 წელს 86 სადგური) და მას 800-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრეა ,,ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი’’ (ნიდერლანდები).
ფინანსური ანგარიში | 2021 | 2020 |
შემოსავალი | 228.1 | 131.9 |
კაპიტალი | 8.3 | 5.8 |
აქტივები | 53.6 | 44.7 |
საერთო მოგება | 19.7 | 15 |
ადმინისტრაციული ხარჯი | 5.9 | 4.6 |
წყარო: gbc.ge