განახლებადმა ენერგიამ ევროკავშირს საშუალება მისცა, თავიდან აიცილოს 99 მილიარდი ევრო ბუნებრივი აირის იმპორტი, რაც 11 მილიარდი ევროთი მეტია გასულ წელთან შედარებით და ეს ყველაფერი ქარისა და მზის ენერგიის რეკორდული ზრდის წყალობით.
ამას მოწმობს ანალიტიკური ცენტრების E3G-ისა და Ember-ის მიერ ჩატარებული კვლევა, წერს Euractiv.
unian.net-ის ინფორმაციით, ახალი ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მარტიდან ევროკავშირმა ენერგიის მეოთხედი მზისა და ქარისგან გამოიმუშავა, რაც თავიდან აცილებს 70 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტს.
“ქარი და მზე უკვე ეხმარება ევროპელ მოქალაქეებს. მაგრამ სამომავლო პოტენციალი კიდევ უფრო დიდია”, – თქვა კრის როსლოუმ, Ember-ის უფროსმა ანალიტიკოსმ.
კვლევა აჩვენებს, რომ მარტიდან ევროკავშირის 19 წევრმა ქვეყანამ მიაღწია ქარისა და მზის ელექტროენერგიის რეკორდულ წარმოებას.
წყარო: commersant.ge