Tag Archives: #თელასი

რას მოხმარდა 2022 წელს “თელასისა” და “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინვესტიციები

გასულ წელს „თელასმა“ დაახლოებით, 52 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც სემეკის ანგარიშიდან ირკვევა კომპანიამ 16,8 მლნ ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტებისთვის დახარჯა. 33,3 მლნ კი ახალი აბონენტების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებს მოხმარდა. „2022 წლისათვის შესრულდა 6,093 ახალი მიერთების განაცხადი, ხოლო ახალი აბონენტების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 26,659 ათასი ლარი დღგ-ის გარეშე. გარდა ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასში“ ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასს“ ეწვია და ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა „თელასის“ ცენტრალური სადისპეტჩერო, რომელიც ემსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კონტროლს ქვესადგურებში მაღალი ძაბვის 110 -35 კვტ ხაზების საშუალებით. ელექტროენერგია მიეწოდება თბილისის 700,000-მდე მომხმარებელს. აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური სადისპეტჩეროს მოდერნიზებისა და თანამედროვე სისტემის SCADA-ს დანერგვის სამუშაოები, რომელიც მართვას უფრო სრულყოფილს ...

Read More »

სემეკმა „თელასის“ შესაბამისობის ოფიცრის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) საჯარო სხდომაზე, სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცერმა კომპანიის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში წარადგინა. შესაბამისობის ოფიცრის ანგარიშის მიხედვით, სს „თელასში“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები დაფიქსირდა, კერძოდ კომპანიაში დღემდე არ არის უზრუნველყოფილი საქმიანობების სრულყოფილად განცალკევება. აღნიშნული წარმოადგენს კანონისა და სემეკის მიერ დამტკიცებული სს „თელასის“ შესაბამისობის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ...

Read More »

აბონენტებზე დარიცხული დავალიანებების საკითხზე, სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას დღეიდან იწყებს

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას დღეიდან იწყებს. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხულ დავალიანებებს სემეკი დღეიდან 1 თვის განმავლობაში შეისწავლის. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს ზედმეტად გადახდილი თანხები ბალანსზე უკან დაუბრუნდებათ. ბოლო თვეებში ასობით მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის არაადეკვატურად გაზრდილი გადასახადი მისდის. დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო, სემეკში, უკმაყოფილო მოქალაქეების უამრავი საჩივარია შესული.

Read More »

სს „თელასი“-ს განცხადებას ავრცელებს

სს „თელასი“-ს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ელექტროენერგიის განაწილების და გასაღების საქმიანობა გაიმიჯნა, 2021 წლის 1 ივლისიდან „თელასი“ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია გახდა. სს „თელასი“-ს საქმიანობა მოიცავს: ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას; თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მომსახურებას, ექსპლუატაციას, რეკონსტრუქციას, მოდერნიზებას და გაფართოებას ელექტროენერგეტიკული სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. კომპანია ახორციელებს ელექტროენერგიის სატრანზიტო მომსახურებას, აბონენტთა ტექნიკურ მომსახურებას, თბილისში წყალმომარაგების და დასუფთავების ...

Read More »

“თელასის” დადებითი ბალანსი “თელმიკოზე” ავტომატურად აისახება

მომხარებლის, “თელასის“ სააბონენტო ბარათზე არსებული დადებითი ბალანსი, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიაში“ (თელმიკო), აგვისტოს ბოლომდე ავტომატურად გადავა, – განცხადებას კომპანია “თელმიკო” ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც სს „თელასის“ სააბონენტო ბარათზე აქვთ თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს მიმდინარე გადასახადი, ელექტროენერგია არ გაეთიშებათ და გადასახადი გაიქვითება არსებული ბალანსიდან. “დადებითი ბალანსის გადატანის შესახებ ინფორმაცია აისახება ქვითარში, სადაც შესაბამის ველში მითითებული იქნება გადატანილი თანხის ...

Read More »
როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

მომხმარებელს მრიცხველის ჩვენების გამოგზავნის ვალდებულება არ აქვს

“თელასის” განმარტებით, მომხმარებელთა მხრიდან მრიცხველების ჩვენების გაგზავნა უფლებაა და არა ვალდებულება. კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მრიცხველის ჩვენების არ გაგზავნის გამო აბონენტებს ელექტროენერგია არ შეუწყდებათ. “ვინაიდან 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიას, სს “თელასის” ნაცვლად, კომპანია “თელმიკო” მოგაწვდით, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით სს “თელასი” გამოგიგზავნით ქვითარს. მომხმარებელთა მხრიდან მრიცხველების ჩვენების გამოგზავნა არის არა ვალდებულება, არამედ უფლება. ამ უფლების ...

Read More »

„თელასი“ 2021 წლის პირველი კვარტლის ოპერაციულ მაჩვენებლებს აქვეყნებს

2021 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,723 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,3% (40,3 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცლებს. კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა. როგორც „თელასის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 9,7%-ით (71,6 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე ...

Read More »

კომპანია „თელასმა“ 2020 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია „თელასმა“ 2020 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც „თელასიდან“ ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, 2020 წელს კომპანია „თელასმა“ 2,635 მილიარდი კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,2% (268 მილიონი კვტ-სთ-ით) ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ განაპირობა, რამაც რიგი საწარმოების და კომპანიების საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. 2020 წლის ...

Read More »

კომპანია “თელასს” საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მეორედ გადაეცა

კომპანია “თელასს” ნომინაციაში “მსხვილი არასაფინანსო კომპანიები”, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო” მეორდ გადაეცა. პროექტი „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს განხორციელდა. პროექტის მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე. წელს კონკურსი ოთხ ნომინაციაში გაიმართა: მსხვილი საფინანსო კომპანიები (500-ზე ...

Read More »