კომპანია “თელასს” საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მეორედ გადაეცა

კომპანია “თელასს” ნომინაციაში “მსხვილი არასაფინანსო კომპანიები”, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო” მეორდ გადაეცა.

პროექტი „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს განხორციელდა. პროექტის მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე. წელს კონკურსი ოთხ ნომინაციაში გაიმართა: მსხვილი საფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი თანამშრომლით); მსხვილი არასაფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი თანამშრომლით); მცირე და საშუალო კომპანიები (500-ზე ნაკლები თანამშრომლით); საპატიო ჯილდო – საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიში.

დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს Online-ფორმატში გაიმართა.კონკურსი ტარდება მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით. „ჩვენთვის დიდი პატივია ამ კონკურსში გამარჯვება. თელასის“ საქმიანობა მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალეა აქციონერთათვის, ინვესტორებისათვის, ბიზნეს-პარტნიორებისა და საზოგადოებისათვის“ – განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

Leave a Reply