“თელასის” განმარტებით, მომხმარებელთა მხრიდან მრიცხველების ჩვენების გაგზავნა უფლებაა და არა ვალდებულება.
კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მრიცხველის ჩვენების არ გაგზავნის გამო აბონენტებს ელექტროენერგია არ შეუწყდებათ.
“ვინაიდან 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიას, სს “თელასის” ნაცვლად, კომპანია “თელმიკო” მოგაწვდით, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით სს “თელასი” გამოგიგზავნით ქვითარს.
მომხმარებელთა მხრიდან მრიცხველების ჩვენების გამოგზავნა არის არა ვალდებულება, არამედ უფლება. ამ უფლების მომხმარებლის მხრიდან არგამოყენება არ აჩენს ელექტროენერგიის შეწყვეტის საშიშროებას. აღნიშნულიდან გამომდინარე არ იზრდება სამომხმარებლო ტარიფი”,- განმარტავენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, 1-ლი ივლისიდან თბილისში აბონენტებს ელექტროენერგიას „თელასის“ ნაცვლად „თელმიკო“ მიაწვდის. რაც შეეხება ივნისში მოხმარებულ ელექტროენერგიას, პირობითი დარიცხვა დამოკიდებული იქნება „თელასის” მიერ მომხმარებლის მრიცხველის ბოლო ჩვენების აღების თარიღზე.