Tag Archives: სატრანზიტო როლი

საქართველო ელ.ენერგიის ტრანზიტისთვის ყოველთვიურად ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს

საქართველო ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ყოველთვიურად ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს

საქართველოს გავლით, აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ჩვენი ქვეყანა ყოველთვიურად დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს , – ამის შესახებ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალურმა დირექტორმა, სულხან ზუმბურიძემ განუცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ნოემბერში საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართა და მოხდა შეთანხმება მრავალ დეტალზე, რომელიც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია. “ამ ეტაპისთვის ხელშეკრულების დაზუსტება მიმდინარეობს და არის ვარაუდი, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენ უკვე შევძლებთ საქართველოს გავლით ...

Read More »
უნიკალური მდებარეობის წყალობით, ენერგორესურსების ტრანზიტის დიდი შესაძლებლობები გვაქვს

უნიკალური მდებარეობის წყალობით, ენერგორესურსების ტრანზიტის დიდი შესაძლებლობები გვაქვს

მდგრადი განვითარება არის მომავლის გზა, რომელიც გვთავაზობს ეკონომიკური ზრდის, სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვისა და მტკიცე მმართველობის გეგმას; საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ ამ მიზანს 2015 წლის შემდგომი განვითარების ამბიციური და ყოვლისმომცველი დღის წესრიგის მეშვეობით,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ოთხ მიზანზე: ჯანმრთელობის ...

Read More »
საქართველოს როლი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში

საქართველოს როლი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში

საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია განიხილებოდა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ ვაშენებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფილია ბიზნესისა და მედიის თავისუფლება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „თანამედროვე აბრეშუმის გზა” განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ახალი აბრეშუმის გზის იდეას. ...

Read More »
თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტზე აქცენტი გაკეთდება საქართველოს სატრანზიტო როლზე

თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტზე აქცენტი საქართველოს სატრანზიტო როლზე გაკეთდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, თურქმენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუჰამედოვს უმასპინძლებს. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის სასახლეში 2 ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ამასთან, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილსაც შეხვდება. ფხალაძის შეფასებით, ...

Read More »