Tag Archives: #ფინეთი

ფინეთი რუსულ გაზს თხევადი გაზით ჩაანაცვლებს

ფინეთში თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავების პირველი მცურავი ტერმინალი ჩავიდა. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს გააზით დატვირთული ტანკერები უცხოელი მომწოდებლებისგან მიიღოს და რუსული მილსადენის გაზი ჩაანაცვლოს. ამ ინფორმაციას ოთხშაბათს გაზის ფინური ოპერატორი Gasgrid ავრცელებს. გარდა ამისა, თხევადი გაზს ფინეთიდან ესტონეთიც მიიღებს. გიბრალტარული გემი Exemplar ფინეთის პორტ ინკუში ჩადგა. ფინეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მის 10 წლიან იჯარაზე. ტანკერები ფინეთში თხევად გაზს თვეში ორჯერ ...

Read More »

ფინეთს რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, ხვალიდან შეუწყდეს

ფინეთში რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, 20 მაისს, გვიან ან 21 მაისს შეწყდეს. ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო კომპანია Gasum-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი. კომპანია ამ ვადებში მიწოდების შეწყვეტის რისკს რეალურად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ რუსული მხრიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ Gasum რუსული გაზის გარეშე დარჩენის პირობებისთვის ემზადება. კომპანია ზაფხულის განმავლობაში აპირებს, ფინეთ-ესტონეთის ქსელების დამაკავშირებელ ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

ფინეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს აცხადებს

ფინური გაზის კომპანია „გასუმი“ აცხადებს, რომ არ გადაიხდის რუსული გაზის საფასურს რუბლებში და არ გამოიყენებს „გაზპრომის“ მიერ შემთავაზებულ გადახდის სქემას. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაზპრომთან“ გრძელვადიანი გაზის კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ახლა სადავოა და „გაზპრომთან” საარბიტრაჟო დავას დაიწყებს. „არ ვიღებთ „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას, გადავიდეთ რუბლში გადახდაზე და, შესაბამისად, არ განვახორციელებთ გადახდებს რუბლში ან „გაზპრომ ექსპორტის“ მიერ შემოთავაზებული გადახდის შეთანხმების მიხედვით,“- ნათქვამია განცხადებაში. ...

Read More »

რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებს

გადაუხდელობის გამო, რუსული კომპანია Inter RAO ფინეთში ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია Inter RAO-ს შვილობილი კომპანიის, RAO Nordic Oy-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „იძულებულნი ვართ 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და რუსეთთან ელექტროენერგიის ვაჭრობა აღდგება“, – აცხადებენ კომპანია RAO Nordic Oy-ში. კომპანია RAO Nordic Oy-ში განმარტავენ, რომ 6 მაისიდან Nord Pool-ის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგია გადახდილი არ არის. ამის გამო, კომპანიამ, ...

Read More »

ფინეთში აცხადებენ, რომ მზად არიან იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს

ფინეთი მზადაა, გაუმკლავდეს იმ შემთხვევას, თუ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ მთავრობის საგანგებო მზადყოფნის კომიტეტმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ფინეთი მზად არის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეჩერების შემთხვევაში“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. მანამდე, ფინურმა მედიამ გაავრცელა ცნობები იმაზე, რომ ფინელი პოლიტიკოსები ინფორმირებული იყვნენ რუსეთიდან გაზის ექსპორტის სავარაუდო შეწყვეტის თაობაზე. ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი კაიკონენმა განაცხადა, რომ ...

Read More »

ფინეთი თანდათან ამცირებს რუსული ნავთობის შესყიდვას

ფინეთი თანდათან ამცირებს რუსული “ურალის” ნავთობის შესყიდვას მწვანე ენერგიაზე გადასვლის გეგმის გამო. 2021 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით რუსეთში “ურალის” ნავთობის იმპორტი ფინეთში მეოთხედით შემცირდა და 2.1 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო აპრილში – 0.4 მილიონი ტონა, იუწყება Trend ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით. გასული წლის აპრილში იგივე მაჩვენებელი 1,1 მილიონს შეადგენდა. გემის მიხედვით, ფინეთმა უკვე 2020 წლიდან დაიწყო  რუსული ნავთობის შესყიდვების შემცირება.

Read More »