Tag Archives: #კიევი

ვიტალი კლიჩკო საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის

ქალაქ კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. ვიტალი კლიჩკო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. ...

Read More »

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში თბომომარაგება სრულად აღდგა

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ ქალაქში თბომომარაგება სრულად აღდგა. ამის შესახებ ის ტელეგრამში წერს. “ბოლო დაბომბვების შემდეგ ქალაქი ყველა სერვისის მუშაობას უბრუნდება. კერძოდ, სრულად აღდგენილია თბომომარაგების სისტემის მუშაობა”, – წერს კლიჩკო. 16 დეკემბერს რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკივის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. შაბათს დილით ...

Read More »

კლიჩკო არ გამორიცხავს, რომ კიევში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები გაზაფხულამდე გაგრძელდეს

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ქალაქში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, გაზაფხულამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ მან “რბკ-უკრაინასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა. “ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ, გადავიდეთ მკაფიო გრაფიკზე, რომ სიურპრიზები არ იყოს და შემდეგ გადავიდეთ ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებაზე. მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გათიშვა შეიძლება, გაზაფხულამდე გაგრძელდეს”, – თქვა უკრაინის დედაქალაქის მერმა. კლიჩკოს თქმით, სპეციალისტები ელექტროენერგიის მიწოდების ...

Read More »
ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება

კიევის მოსახლეობას მოუწოდებენ წყალი და სურსათი მოიმარაგოს

კიევის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ წყალი და სურსათი მოიმარაგოს და ელექტროენერგიის უფრო ხანგრძლივი გათიშვებისთვის მოემზადოს. ამის შესახებ ქალაქის მოსახლეობას სახელმწიფო მომხმარებელთა სამსახურში აცნობეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. „მოიმარაგეთ სასმელი წყალი და გადაამოწმეთ თქვენს სახლებთან უახლოეს მაღაზიებში სასმელი წყლის მარაგი. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ წყლის ტუმბოებს გენერატორების მეშვეობით ელქეტროენერგიას მივაწვდით, რათა კიეველები სასმელი წყლის გარეშე არ დარჩნენ“, – აცხადებენ სამსახურში. რეკომენდაციაში წერია, რომ პირველ ...

Read More »

ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციას გეგმავს

კიევის ხელისუფლებამ სამმილიონიანი ქალაქის ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო, იტყობინება New York Times. ასეთ სცენარს უკრაინა ელექტროენერგიის სრული გათიშვის პირობებში განიხილავს. „თუ არ იქნება ელექტროენერგია, წყალი და სხვა საჭიროებები,  ქალაქის ადმინისტრაციას მიმართავს ყველა შესაძლო ზომას ჩვენი ელექტრომომარაგების სისტემის დასაცავად”, – განაცხადა კიევის მუნიციპალური მთავრობის უსაფრთხოების დირექტორმა, რომან ტკაჩუკმა. რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% უკვე დააზიანეს ან გაანადგურეს. რუსეთის ხელმძღვანელობა საჯაროდ აღიარებს, რომ მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ...

Read More »

კიევი 1000 გასათბობ პუნქტს ამზადებს – რუსეთი უკრაინის ენერგო ობიექტებზე თავდასხმას განაგრძობს

ოთხშაბათს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქის ხელისუფლება 1000-ზე მეტ გასათბობ პუნქტს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ უწყვეტი რუსული თავდასხმების შედეგად გათბობის სისტემა დაზიანდება. რაკეტებით და დრონებით თავდასხმებმა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურის 40 პროცენტი დააზიანა და კიევის დიდი ნაწილი გარკვეული ხნით ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე უკვე დატოვა. მოქალაქეებს ელექტროენერგია შეზღუდვებით, დაზოგვით მიეწოდება. ოთხშაბათს კლიჩკომ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ სარაკეტო თავდასხმების გამო ...

Read More »

კიევის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს

კიევსა და კიევის ოლქის სხვა დასახლებებში დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ელექტროენერგიის შეზღუდულად მიწოდების გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს საკმარისად არ შეუმცირებიათ ელექტროენერგიის მოხმარება. „ოლქში შეინიშნება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. ამასთან დაკავშირებით რეგიონში 09:20 საათიდან იძულებით დაიწყო დენის დროებით გათიშვა. მივმართავ ყველას, აუცილებელია ელექტროენერგიის ტოტალური დაზოგვა. ეს ყველას ეხება. ...

Read More »

ჰაერის დაბინძურების გამო, კიევის მოქალაქეებს ფანჯრების დახურვას სთხოვენ

კიევის ოლქში არსებული ხანძრებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გამო, დედაქალაქის მოსახლეობას ფანჯრების დახურვას სთხოვენ. „ქალაქის ხელისუფლება მოუწოდებს კიევის მოსახლეობას, დახურონ ფანჯრები, განსაკუთრებით ღამით და დილით. ასევე, თუ შესაძლებელია, არ გაჩერდნენ ღია ცის ქვეშ. უნდა ჩართონ კონდიციონერი და ჰაერის გამწმენდი სისტემები. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ისარგებლოთ ინფორმაციის ოფიციალური წყაროებით“, – ნათქვამია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

Read More »