კიევის ოლქში არსებული ხანძრებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გამო, დედაქალაქის მოსახლეობას ფანჯრების დახურვას სთხოვენ.
„ქალაქის ხელისუფლება მოუწოდებს კიევის მოსახლეობას, დახურონ ფანჯრები, განსაკუთრებით ღამით და დილით. ასევე, თუ შესაძლებელია, არ გაჩერდნენ ღია ცის ქვეშ. უნდა ჩართონ კონდიციონერი და ჰაერის გამწმენდი სისტემები. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ისარგებლოთ ინფორმაციის ოფიციალური წყაროებით“, – ნათქვამია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.