Tag Archives: #გვალვა

ევროპა, შესაძლოა, ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში, ყველაზე მძიმე გვალვის წინაშეა

ევროპა, შესაძლოა, ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში, ყველაზე მძიმე გვალვის წინაშეა. ასეთია ევროპის კომისიის დასკვნა. უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, კონტინენტის თითქმის ორ მესამედზე საგანგაშო მდგომარეობა ან გაფრთხილებაა გამოცხადებული. ევროპის ტერიტორიის 47%-ზე გაფრთხილებაა გამოცხადებული ნიადაგში ნესტის დეფიციტის გამო, 17%-ზე კი საგანგაშო მდგომარეობაა. გვალვა, „როგორც ჩანს, ყველაზე მძიმეა, მინიმუმ, 500 წლის განმავლობაში,“- განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა იოჰანეს ბარკემ. ანგარიშის თანახმად, გვალვამ დააზიანა საზაფხულო კულტურები, შესაბამისად, მოსავლიანობა ...

Read More »

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. Newsmakerის ცნობით, ამის შესახებ დღეს ტელეეთერში მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბლადიმერ ბოლიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის მდინარე დნესტრში წყლის დონე 30-40% აღწევს, პრუტეში -15-30%, მცირე მდინარეებში კი 10-20%-ს. დიდ მდინარეებს ამის გამო ყვითელი, ხოლო პატარებს წითელი კოდი მიენიჭათ. ასევე შემცირდა გრუნტის წყლების დონე, რომელზედაც არტეზიულ ჭაბურღილებში წყლის დონეა დამოკიდებული. მოლდოვას ეკოლოგიის სამინისტრომ რეკომენდაცია ...

Read More »

NASA: ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ძლიერი სიცხეები და ხანძრები ფიქსირდება

2022 წლის ივნისსა და ივლისში, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გარკვეულ ნაწილში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და ნაწილში რეკორდებიც კი მოხსნა. დასავლეთ ევროპაში, სადაც უკვე ფიქსირდებოდა ძლიერი გვალვა, მაღალმა ტემპერატურამ პორტუგალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაწილში ხანძრები გააჩინა. მაგალითისთვის, პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში, ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და 3,000 ჰექტარზე მეტი გადაწვა. საერთო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე მეხანძრეებს ...

Read More »

გაერო: 2020 წელი აზიაში ისტორიულად ყველაზე ცხელი წელია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს აზიაში ისტორიულად ყველაზე ცხელი წელი დაფიქსირდა. გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ყოველწლიური კვლევის, „კლიმატის მდგომარეობა აზიაში“, მიხედვით, ტემპერატურის ზრდამ მთლიანი რეგიონი დააზარალა. WMO-ის ინფორმაციით, 2020 წელს აზიაში ტემპერატურის ექსტრემალური მატება ათასობით ადამიანის გარდაცვალებისა და მილიონობით მოქალაქის იძულებითი გადაადგილების მიზეზი გახდა. ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის დაზიანებას კი მილიარდობით დოლარის ზარალი მოჰყვა. გარდა ამისა, ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

დედამიწა გაცხელდა, რა ელის მსოფლიოს – მეცნიერების ახალი დასკვნა

მსოფლიოს მეცნიერებმა დაასრულეს პლანეტის გრძელვადიანი გამოკვლევა და ერთხმად დაუსვეს დიაგნოზი: გლობალური დათბობა გაჩაღდა და მისი უდავო მიზეზი არის ადამიანი. „ეჭვგარეშეა, რომ ატმოსფერო, ოკეანე და ხმელეთი გაათბო ადამიანების საქმიანობამ”, – ნათქვამია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ საეტაპო კლიმატის ისტორიაში. გამონაბოლქვის შემცირების გარეშე, მსოფლიო ვერ შეასრულებს პარიზის შეთანხმებას, გლობალური საშუალო ტემპერატურა შეინარჩუნოს 1,5 ° C- მდე, პრე-ინდუსტრიულ დონეზე, საუკუნის შუა წლებამდე. ნორმა დაირღვევა ...

Read More »