Tag Archives: #ენერგია

ლიეტუვა ცდილობს, ბალტიის ქვეყნები 2024 წლისთვის გამოეთიშონ რუსეთის ელექტროგადამცემ ქსელს

ლიეტუვა ცდილობს, ბალტიის ქვეყნები 2024 წლისთვის გამოეთიშონ რუსეთის ელექტროგადამცემ ქსელს, რაც აქამდე 2025 წლისთვის იყო დაგეგმილი. ამის შესახებ 13 ივლისს განაცხადა ლიეტუვის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორმა Litgrid-მა. მისმა ხელმძღვანელმა როკას მასიულისმა თქვა, რომ ამ თემაზე დაიწყო დისკუსიები ესტონეთთან და ლატვიასთან და დისკუსიებში ევროპის კომისიაც მონაწილეობს. მასიულისმა ასევე თქვა, რომ ევროპული ელექტროგადამცემი ქსელი ENTSO-E ბალტიის ქვეყნების ქსელებს საჭიროების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში ...

Read More »

დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია განახლებადი  ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და საქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა. კონფერენციაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა. სემეკის თავმჯდომარემ, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ხაზი გაუსვა სამართლიანი სატარიფო რეგულირების მნიშვნელობას ...

Read More »

ბერბოკი: თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს

თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან პარასკევს ვილნიუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბურბოკმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში გერმანიამ რუსეთის ენერგეტიკული რესურსების შესყიდვაზე უარის თქმის მზადყოფნა გამოთქვა. „უკვე მომზადებულია ეტაპობრივი გეგმა რუსული ნახშირის შეძენაზე უარის თქმის შესახებ. არსებობს ...

Read More »

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ომმა და სანქციებმა ევროპას ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მოუტანა, აშშ-ს კი მოგება და სიმდიდრე

ომმა და სანქციებმა ევროპას ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მოუტანა, აშშ-ს კი მოგება და სიმდიდრე, – ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს „სინჰუას“ ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა. ამასთან, ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს აშშ-ს, შეაჩეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც პეკინის აზრით, მხოლოდ აზარალებს გლობალურ ეკონომიკას. „ისტორიამ და რეალობამ ნათლად ჩვენა, რომ სანქციები არ უზრუნველყოფს მშვიდობას და ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 6 აპრილს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ალმასიანის, ბოჭორიშვილის, აფაქიძის, კვერნაძის, კოსტავას, 26 მაისის, ტაშკენტის, ოდესის, ისაკაძის, ვაზისუბნის, ლვოვის, ზოვრეთის, ზემო ვეძისის, შევარდენიძის, სულხან ცინცაძის, საირმის, მარიჯანის, ...

Read More »

აბრამიშვილი: ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს, რომ რუსეთზე არ იყო დამოკიდებული

რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით დასავლეთში მოლაპარაკებები გრძელდება. შეჯერებული პოზიციები ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ აგრესორი ქვეყანა სტაბილური და სანდო პარტნიორი ვეღარ იქნება. “დღევანდელი ევროპა დაახლოებით 40%-ით განახლებად ენერგიებზეა დამოკიდებული, 40%-მდე წიაღისეულზე, ხოლო დარჩენილი 23-24% ატომურ ენერგიაზე ნაწარმოები ელექტროენერგიაა. ეს საკმაოდ გრძელ ვადაში გაწელილი პროცესი იქნება. რესურსების სწორად და ადეკვატურად ათვისება მარტივი არ არის. საჭიროა მსხვილი ინვესტიციებიც. ძალიან ...

Read More »

„თელმიკო“: იანვარში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა

იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა, რაც რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, – ამის შესახებ კომპანია „თელმიკოს“ განცხადებაშია აღნიშნული. „ამჟამად შპს „თელმიკოში“ სემეკ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომისიების მხრიდან მიმდინარეობს შემოწმებები, რაც გამოწვეულია ქალაქ თბილისის მაცხოვრებელთა საჩივრებით ელექტროენერგიის ქვითრებზე ასახული გაზრდილი თანხების გამო. კომპანია მაქსიმალურ დახმარებას უწევს შემოწმების ფარგლებში და წარადგენს ყველა აუცილებელ ინფორმაციას. ინფორმაცია შედეგების შესახებ გამოქვეყნდება დამატებით შემოწმებების ...

Read More »

სევილიაში ფორთოხლისგან ელექტროენერგიის მიღებას ცდილობენ

ესპანეთის ქალაქ სევილიაში ყოველწლიურად 50 ათასამდე ფორთოხლის ხე იზრდება, თუმცა, მოსახლეობა ადგილობრივ მჟავე ფორთოხალს იშვიათად მოიხმარს. შედეგად ქალაქის ქუჩებში ხშირად შეხვდებით დაყრილ ფორთოხალს, რომელიც ლპება. ციტრუსისგან ელექტროენერიის მიღების იდეა ადგილობრივ კომპანია Emasesa-ს ეკუთვნის. ისინი ხილს სპეციალურ დაწესებულებაში ათავსებენ, ფორთოხლის წვენისგან კი იღებენ მეთანს, რომლისგანაც ენერგიის მიღებაა შესაძლებელი. საპილოტე ვერსიის ფარგლებში, ფორთოხლის ერთი ტონიდან 50-მდე კილოვატსაათი ენერგია გამომუშავდება. შედეგად ელექტროენერგიას 73 ...

Read More »