სევილიაში ფორთოხლისგან ელექტროენერგიის მიღებას ცდილობენ

ესპანეთის ქალაქ სევილიაში ყოველწლიურად 50 ათასამდე ფორთოხლის ხე იზრდება, თუმცა, მოსახლეობა ადგილობრივ მჟავე ფორთოხალს იშვიათად მოიხმარს. შედეგად ქალაქის ქუჩებში ხშირად შეხვდებით დაყრილ ფორთოხალს, რომელიც ლპება.

ციტრუსისგან ელექტროენერიის მიღების იდეა ადგილობრივ კომპანია Emasesa-ს ეკუთვნის. ისინი ხილს სპეციალურ დაწესებულებაში ათავსებენ, ფორთოხლის წვენისგან კი იღებენ მეთანს, რომლისგანაც ენერგიის მიღებაა შესაძლებელი.

საპილოტე ვერსიის ფარგლებში, ფორთოხლის ერთი ტონიდან 50-მდე კილოვატსაათი ენერგია გამომუშავდება. შედეგად ელექტროენერგიას 73 ათასამდე სახლი მიიღებს. ხილის კანითა და კურკებით კი ორგანული სასუქი მზადდება.

წყარო: Rustavi 2

Leave a Reply