Tag Archives: #დანია

დანიური GreenGo მწვანე საწვავის წარმოებისთვის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

დანიის განახლებადი ენერგიის დეველოპერმა GreenGo Energy-მა მწვანე საწვავის წარმოებისთვის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა დააანონსა, რომლის ღირებულებაც $8.77 მილიარდს უტოლდება. კომპანია დასავლეთ დანიის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, 4 გიგავატის სიმძლავრის მზისა და ქარის ენერგიის მიღებას გეგმავს, რომელიც მწვანე საწვავის წარმოებისთვის იქნება გამოყენებული. პროექტი Megaton-ი, რომელიც შესაძლოა ათწლეულის ბოლომდე ამოქმედდეს, დანიას ემისიების შემცირებაში დაეხმარება. Megaton-მა ერთი მილიონი ტონა მწვანე საწვავის წარმოება უნდა შეძლოს, როგორიცაა ...

Read More »

დანიაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომავალი ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ჩაბნელებული იქნება

ევროპის ქვეყნების მთავრობები ენერგომოხმარების შემცირებისთვის ემზადებიან. დანიაში მოსახლეობას აფრთხილებენ,  რომ მომავალი ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ჩაბნელებული იქნება. გარკვეულ ადგილებში ქუჩის სუსტი განათება იქნება, ზოგან კი საერთოდ გამოირთვება. სავარაუდოდ, რამდენიმე ადგილას არ იქნება საახალწლო განათება და არც ყოველწლიური საციგურაო მოედნები მოეწყობა. ადგილობრივი ივონ რასმუსენი ამბობს, რომ ქალაქი ვაილე დეკემბერში ულამაზესია და არცთუ ისე სასიამოვნო იქნება განათებების გარეშე ქალაქის ნახვა. როგორც წესი, მთავარ მოედანზე დიდი ნაძვის ხე დგას ხოლმე ...

Read More »

დანია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

დანია განახლებადი ენერგიის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის, გარდა ამისა დანიის მთავრობა აპირებს, რომ ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე საბადოებზე ბუნებრივი აირი მოიპოვოს, სწორედ ამ გზით დანია რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი დანიის პრემიერ-მინისტრ მატე ფრედერიკსენზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ გავზრდით ბუნებრივი აირის წარმოებას ჩრდილოეთ ზღვაში შეზღუდული დროით. დარწმუნებული ვართ უკეთესია დამოუკიდებლად აირის მოპოვება, ვიდრე ვლადიმერ პუტინზე დამოკიდებულება“, – განაცხადა დანიის პრემიერმა. მისივე თქმით, ...

Read More »

დანიას შიდა ფრენებიდან წიაღისეული საწვავის ამოღება 2030 წლამდე სურს

დანიის მთავრობა შიდა ფრენების წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებას 2030 წლისთვის გეგმავს. BBC პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის საახალწლო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის გამოთქვამს სურვილს, „ფრენები გაამწვანოს“. თუმცა პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად გამოსავალი ჯერ არ უპოვნია. დანია მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ნახშირბადის მთლიანი გამონაბოლქვი, 1990 წელთან შედარებით, 70%-ით შეამციროს. ”მოგზაურობა არის ცხოვრება და ამიტომაც დავფრინავთ. როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნები ძალიან ნელა მოქმედებენ, ...

Read More »

დანია კლიმატური მიზნების მისაღწევად პირველ მწვანე ობლიგაციებს უშვებს

ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად და მდგრად ეკონომიკაზე სწრაფად გადასვლისთვის, მომავალი წლის დასაწყისიდან, დანიის ცენტრალური ბანკი პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. Triple-A რეიტინგული დანია ქარის ენერგიის პოტენციალით გამოირჩევა და ახალ გზებს ეძებს მწვანე ტრანზაქციების დასაფინანსებლად, რაც 2030 წლისთვის ქვეყნის დასახული მიზნის მიღწევას – 1990 წელთან შედარებით, სათბური ემისიების 70%-ით შემცირებას შეუწყობს ხელს. დანიის ცენტრალური ბანკის განცხადებით, 10-წლიანი მწვანე ობლიგაციები 2022 წლის 19 ...

Read More »

დანიაში ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირის გაძვირების გამო მთავრობა მოქალაქეებს დაეხმარება

დანიაში ელექტროენერგიასა და გაზის გაძვირების გამო მთავრობა მოქალაქეებს დაეხმარება. როგორც დანიის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფენ 100 მილიონ კრონას, რაც 15 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. ეს თანხა ყველაზე დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად დაიხარჯება. ფინანსურ დახმარებას მიიღებენ პენსიონერები, ასევე სოციალური შემწეობის მიმღები პირები და უმუშევარი მოქალაქეები. „ენერგომატარებლებზე ფასების გლობალური ზრდის გამო დანიის მოქალაქეთა ნაწილს ზამთრის სეზონზე სოლიდური გადასახადი დაუგროვდებათ, რაც შეიძლება რამდენიმე ათასი კრონაც ...

Read More »

დანია CO2-ს ჩრდილოეთ ზღვაში “ცარიელ” საბადოებში შეინახავს

დანიურ პროექტს, რომელიც ჩაჭერილ CO2-ს ჩრდილოეთ ზღვის ნავთობისა და გაზის უკვე ათვისებულ საბადოებში შეინახავს, ჩაშვებამდე ერთი ნაბიჯიღა უკლია. პროექტმა, სახელწოდებით Greensand, დაინტერესებული მხარეეების დიდი მოწონება დაიმსახურა. კერძოდ, 29 კომპანია, კვლევითი ინსტიტუტი და უნივერსიტეტი შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ Greensand-ის საცდელი ტესტირების მომდევნო ეტაპს. პროეტმა ფართო მხარდაჭერა მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირველმა ოთხმა მონაწილემ, მათ შორის Maersk Drilling-მა და INEOS Energy-მ, დაამტკიცა, რომ ...

Read More »