Tag Archives: ავტომაგისტრალი

გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა

გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა

გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ვეჯინთან 20-ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა. როგორც შემთხვევის ადგილიდან 2030.news-ის რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, დაშავებულები არ არიან, თუმცა არსებობს აალების საფრთხე, რადგან საწვავი მაგისტრალზე იღვრება. მაგისტრალი პატრულისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებს გადაკეტილი აქვთ. როგორც გურჯაანის სამაშველო სამსახურის უფროსი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, ბენზინმზიდის ამოტრიალების მიზეზი ჯერ უცნობია. მისივე ინფორმაციით, მანქანა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ეკუთვნის. წყარო: 2030.news

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი ჩქაროსნული გზა

პრემიერმინისტრი მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის საქმიანობის შეფასებისას ქვეყნის ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან, 6 წლის თავზე 68 კილომეტრი გზა დაიგო, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე კი 96 კილომეტრი გზაა დაგებული. „მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ გზების, ხიდების, საწარმოების და საცხოვრებელი სახლების აღდგანა და მშენებლობა. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან 6 წლის თავზე დაიგო 68 კილომეტრი გზა. ...

Read More »
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ავტომაგისტრალის პროექტისთვის 140$ მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ავტომაგისტრალის პროექტისთვის 140$ მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების მეხუთე პროექტისთვის 140 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა. როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ამოცანებია მომხმარებელთა ხარჯების შემცირება პროექტით განახლებული გზის მონაკვეთის დერეფნის გასწვრივ. ასევე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა. პროექტი ხელს შეუწყობს საგზაო ...

Read More »
სტიქიით დაზიანებული გზა ვერეს ხეობაში სრულად აღდგენილია

სტიქიით დაზიანებული გზა ვერეს ხეობაში სრულად აღდგენილია

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, დასრულდა ხიდის მშენებლობა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი.  სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიებმა „ბლექ სი გრუპმა“ და „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ შეასრულეს. პროექტის ღირებულებამ 14.7 მლნ ლარი შეადგინა.

Read More »