პრემიერმინისტრი მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის საქმიანობის შეფასებისას ქვეყნის ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან, 6 წლის თავზე 68 კილომეტრი გზა დაიგო, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე კი 96 კილომეტრი გზაა დაგებული.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ გზების, ხიდების, საწარმოების და საცხოვრებელი სახლების აღდგანა და მშენებლობა. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან 6 წლის თავზე დაიგო 68 კილომეტრი გზა. ჩვენი ხელისუფლების დროს, მხოლოდ სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა, აღვადგინეთ 800-ზე მეტი კილომეტრის გზა, აშენდა 67 ახალი ხიდი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 110 ხიდს, ასევე ჩქაროსნულ მონაკვეთზე დღეის მდგომარეობით 55 ხიდი შენდება“- აცხადებს ღარიბაშვილი.