Tag Archives: #კატარი

აზერბაიჯანი კატართან, იაშმაში თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანსა და კატარის კომპანია Nebras Power-ს შორის სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის იაშმაში, თბოელექტროსადგურის პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა კატარის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანია აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების უზრუნველყოფა და ამ თვალსაზრისით, Nebras Power-თან თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობაა. წყარო: europetime.eu

Read More »

კატარი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ კორუფციასთან დაკავშირებით წაყენებულმა ბრალდებებმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს გაზის მიწოდებაზე

კატარმა უარყო ევროპარლამენტში კორუფციასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებები, წერს Agence France-Presse. ქვეყნის ხელისუფლება დისკრიმინაციულს უწოდებს ევროპარლამენტის გეგმას – დოჰას ევროპარლამენტის კომპლექსში წვდომა შეუზღუდოს გამოძიების დასრულებამდე. კატარი ევროპელებს აფრთხილებს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ნეგატიურად აისახოს გაზის მიწოდებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ კატარელმა დიპლომატმა განაცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება. კატარში აცხადებენ, რომ ეს ქვეყანა გათხევადებული ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია ბელგიაში, სადაც გამოძიება მიმდინარეობს. ...

Read More »

იური კოროლჩუკი: კატარი ევროპის გაზის ბაზრიდან რუსეთის განდევნისთვის ემზადება

უკრაინელი ენერგეტიკოსის იური კოროლჩუკის თქმით, კატარი აძლიერებს გაზის წარმოებას და ევროპის გაზის ბაზრიდან რუსეთის სრულად განდევნისთვის ემზადება. „ჯერჯერობით მთავარი მოთამაშე კვლავ შეერთებული შტატებია, მაგრამ ყველაფერი ბაზრის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ცალსახად იმის თქმა, რომ ამერიკული გაზი რუსული გაზის ნაწილს ჩაანაცვლებს, ასე არ არის“, – აცხადებს ენერგეტიკოსი. ის დარწმუნებულია, რომ კატარი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალში. „ისინი იქ ავითარებენ წარმოებას, იზიდავენ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს“, ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

კატარმა მზის პირველი ელექტროსადგური წარადგინა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების განათებას უზრუნველყოფს

ბუნებრივი აირით მდიდარმა კატარმა, ქვეყნისთვის მზის პირველი ელექტროსადგური წარადგინა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების ინფორმაციით, უდაბნოში არსებული მზის ელექტროსადგური ჩემპიონატის მატჩებისთვის განკუთვნილ სტადიონებს სუფთა ენერგიით უზრუნველყოფს. დედაქალაქ დოჰას დასავლეთით მდებარე მზის ელექტროსადგური, კატარის ენერგეტიკის მინისტრისა და QatarEnergy-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია. ელექტროსადგური საფრანგეთის TotalEnergies-ისა და იაპონიის Marubeni-ის პარტნიორობით 2016 წელს აშენდა, რაც კატარის ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას – ...

Read More »