იური კოროლჩუკი: კატარი ევროპის გაზის ბაზრიდან რუსეთის განდევნისთვის ემზადება

უკრაინელი ენერგეტიკოსის იური კოროლჩუკის თქმით, კატარი აძლიერებს გაზის წარმოებას და ევროპის გაზის ბაზრიდან რუსეთის სრულად განდევნისთვის ემზადება.

„ჯერჯერობით მთავარი მოთამაშე კვლავ შეერთებული შტატებია, მაგრამ ყველაფერი ბაზრის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ცალსახად იმის თქმა, რომ ამერიკული გაზი რუსული გაზის ნაწილს ჩაანაცვლებს, ასე არ არის“, – აცხადებს ენერგეტიკოსი.

ის დარწმუნებულია, რომ კატარი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალში.

„ისინი იქ ავითარებენ წარმოებას, იზიდავენ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს“, – აცხადებს კოროლჩუკი.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სხვა გლობალური მიმწოდებლები ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების სრულად ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ.

„აზერბაიჯანი ვერ გაზრდის წარმოებას შეზღუდული მილსადენების გამო. ალჟირს პრეტენზია აქვს, მაგრამ უცნობია, რამდენად მზად არიან აწარმოონ  10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ნორვეგიასაც პრობლემები აქვს“, – აცხადებს კოროლჩუკი.

წყარო: pia.ge

Leave a Reply