კატარი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ კორუფციასთან დაკავშირებით წაყენებულმა ბრალდებებმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს გაზის მიწოდებაზე

კატარმა უარყო ევროპარლამენტში კორუფციასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებები, წერს Agence France-Presse. ქვეყნის ხელისუფლება დისკრიმინაციულს უწოდებს ევროპარლამენტის გეგმას – დოჰას ევროპარლამენტის კომპლექსში წვდომა შეუზღუდოს გამოძიების დასრულებამდე.

კატარი ევროპელებს აფრთხილებს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ნეგატიურად აისახოს გაზის მიწოდებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ კატარელმა დიპლომატმა განაცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

კატარში აცხადებენ, რომ ეს ქვეყანა გათხევადებული ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია ბელგიაში, სადაც გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან, კატარის ხელისუფლება გმობს „შერჩევით მიდგომებს“, ვინაიდან კორუფციული სქემის გამოძიებაში არა მხოლოდ დოჰა ფიგურირებს.

მანამდე პოლიციამ ევროპარლამენტში ჩხრეკა ჩაატარა, რომელიც კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ კორუფციულ გარიგებებს უკავშირდებოდა. ჩხრეკის შედეგად ორშაბათს, 12 დეკემბერს ამოღებულია 1,58 მლნ ევრო ნაღდი ფულის სახით, აცხადებდნენ სამართალდამცველები. ეს ფული ეკუთვნოდათ ევროპარლამენტარს საბერძნეთიდან ევა კილის და ექს–დეპუტატს იტალიიდან მიერ ანტონიო პანცერის, რომლებიც 9 დეკემბერს დააპატიმრეს.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 კატარში კვირას, 18 დეკემბერს დასრულდა. მსოფლიო თასი არგენტინის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში საფრანგეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply