საკონსულტაციო და საბუღალტრო ფირმა Deloიtte დიდ ბრიტანეთში ეკონომიისა და ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით, ოფისებში 2 გრადუსით ამცირებს ტემპერატურას. კომპანიის განცხადებით მის ოფისებში, ტემპერატურის 2 გრადუსით შემცირება დეკემბერში 75,000 ფუნტის ეკონომიას მოიტანს. Deloitte-მა ბრიტანეთში 23000 თანამშრომელს განუცხადა, რომ მისი ოფისები ახლა 19-დან 22C-მდე გათბება. Financial Times-ის ინფორმაციით, Deloitte-მა ტემპერატურა შეამცირა ევროპის სხვა ოფისებშიც. წყარო: gbc.ge
Read More »