კლიჩკო: კიევი ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება, თუ ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩება

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი კიევი ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის შემდგომი თავდასხმების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა ქალაქი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვოს.

„ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე დარჩეს და საერთოდ, უნდათ, რომ ჩვენ ყველანი მოვკვდეთ. ეს მათი ამოცანაა. რამდენად კარგად გავუძლებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მომზადებულები ვართ სხვადასხვა სცენარისთვის. ამიტომაც უნდა ვიყოთ მზად. ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, ეს არის გენოციდი“, – აღნიშნა კიევის მერმა.

„მისი [პუტინის] მიზანია, რომ ჩვენ მოვკვდეთ, გავიყინოთ, ან გავიქცეთ ჩვენი მიწიდან. სწორედ ამის მიღწევა სურს აგრესორს“, – განაცხადა კლიჩკომ.

Leave a Reply