Tag Archives: #ალიევი

“აზერბაიჯანის მიზანია, ხუთ წელიწადში ევროპაში გაზის ექსპორტი გააორმაგოს”

გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ევროკომისიასთან ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ და ამ მიზანს ხუთი წლის განმავლობაში მივაღწევთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ეს შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ იქნება. დიახ, აზერბაიჯანი არ არის ბუნებრივი აირის ძალიან დიდი მიმწოდებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკუთარი ბაზარი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და რაც უფრო მეტ გაზს ვაწარმოებთ მომავალში, მით უფრო გავაფართოვებთ ...

Read More »

ალიევი – აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 4 000 მეგავატამდე გაზრდილიყო

აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 1 000 მეგავატიდან 4 000 მეგავატამდე გაზრდილიყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს ორ წამყვან კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე აზერბაიჯანში 22 ათას მეგავატამდე მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება, თუმცა, რეალურად, ნახევარი მაინც არის სრულიად განხორციელებადი. ალიევის განცხადებით, მთავარი საკითხია ელექტროენერგიის გადაცემის ...

Read More »

ალიევი – აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი აპირებენ ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს. ალიევის შეფასებით, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში ...

Read More »

ალიევი: აზერბაიჯანი გაზის მოპოვებას გაზრდის

„ეს კონფერენცია დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ რეგიონის რეალიები, აზერბაიჯანის გეგმები და ასევე ჩვენი ურთიერთქმედებები მეზობელ სახელმწიფოებთან“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის მთავარი თემა შუა დერეფანია, მისი მონაწილეებით თუ ვიმსჯელებთ, ასევე განიხილება პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები. ალიევის თქმით, ...

Read More »

ევროპაში გაზის ექსპორტის გაორმაგებას ვგეგმავთ – ალიევი

„აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ გაორმაგდეს გაზის ექსპორტი ევროპაში“, – ამის შესახებ, კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა. “ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან TANAP-ის (ტრანსანატოლიური გაზსადენი) 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე და TAP-ის  (ტრანადრიატიკული გაზსადენი) 10 მილიარდ კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაფართოებაზე” ...

Read More »

ალიევი: „აზერბაიჯანმა ევროპის ენერგეტიკული რუკის შეცვლა შეძლო“

იტალიაში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჩერნობიოში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სტრატეგია ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში რამდენიმე ეტაპად იყოფა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 3 წლის განმავლობაში – 1994 წელს აზერბაიჯანი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კასპიის ზღვაში თანამშრომლობისთვის წამყვანი გლობალური ენერგოკომპანიები მიიზიდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ იწყება აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდება ევროპის ბაზარზე, კერძოდ იტალიაში. ალიევმა ასევე აღნიშნა, ...

Read More »

ილჰამ ალიევი – ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები დღეს მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგიის სფეროში გრძელვადიანი, სანდო თანამშრომლობა დიდი აქტივია

ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი, პროგნოზირებადი, სანდო თანამშრომლობა ენერგიის სფეროში არის დიდი აქტივი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ილჰამ ალიევის განმარტებით, ენერგეტიკულ სფეროში ევროკავშირთან მათი აქტიური თანამშრომლობა 50 ...

Read More »