ევროპაში გაზის ექსპორტის გაორმაგებას ვგეგმავთ – ალიევი

„აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ გაორმაგდეს გაზის ექსპორტი ევროპაში“, – ამის შესახებ, კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.
“ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან TANAP-ის (ტრანსანატოლიური გაზსადენი) 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე და TAP-ის  (ტრანადრიატიკული გაზსადენი) 10 მილიარდ კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაფართოებაზე” – თქვა ალიევმა.
2020 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანმა დაიწყო ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება „ტრანსადრიატიკული მილსადენით“, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ნაწილია.

Leave a Reply