Tag Archives: #ნავთობი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი – რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს

რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეთ იელენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის დაბლოკვის პრობლემა იმაშია, რომ მრავალი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპაში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ნავთობზე, რაც სავარაუდოდ ფასების ზრდას განაპირობებს. იელენი იმედს გამოთქვამს, რომ ნავთობკომპანიები მოპოვების პროცესს გაზრდიან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და მის მიღმა უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებზე, მათ ...

Read More »

513 ხმით 22-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ითვალისწინებს

513 ხმით 22-ის წინააღმდეგევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ითვალისწინებს რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გამო და გამოდიან მოწოდებით,  უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შეიქმნას გაერო-ს სპეციალური ტრიბუნალი. ევროპელი კანონმდებლები ასევე ითხოვენ უკრაინისადმი იარაღის მიწოდების გაზრდას, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ...

Read More »

Shell-ი რუსეთიდან გასვლის გამო $5 მილიარდს კარგავს

Shell-ი რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ $5 მილიარდს კარგავს, იმაზე მეტს ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი, რადგან ნავთობისა და გაზის ფასების ზრდამ გამოიწვია სავაჭრო აქტივობის ზრდა წლის პირველ კვარტალში. თუმცა, კომპანიის განცხადების თანახმად, $4-დან $5 მილიარდამდე დანაკარგი არ იმოქმედებს კომპანიის მოგებაზე. Shell-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $210 მილიარდია, ადრე ამბობდა, რომ კლება დაახლოებით $3,4 მილიარდი იქნებოდა. $5 მილიარდამდე ზრდა გამოიწვია დამატებითმა პოტენციურმა ზემოქმედებამ, ...

Read More »

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფებისთვის თურქმენეთს მოელაპარაკა?!

ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებას განიცდის. ამ ფაქტორმა გავლენა საქართველოზეც მოახდინა და  საცალო ქსელში ისტორიული ანტირეკორდიც კი დამყარდა. დიდი გაძვირების შემდეგ, ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ საწვავის ფასი ნელა-ნელა ქვემოთ ჩავა და გაიაფება დაიწყება. მთავრობაში საწვავის ღირებულების შემცირების მტკიცე მოლოდინი აქვთ და ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, თუმცა ამას როდის იგრძნობს მოსახლეობა, ჯერჯერობით, უცნობია. საწვავი ...

Read More »

დენის შმიგალი აცხადებს, რომ რუსული ნავთობისა და გაზისთვის გადახდილი თანხა სისხლიანი ფულია

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსული ნავთობისა და გაზისთვის გადახდილი თანხა სისხლიანი ფულია. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. შმიგალმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, უარი თქვან რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე. „ეს სისხლიანი ფულია. ამ თანხას ისინი იარაღის შესაძენად იყენებენ, რომლითაც შემდეგ უკრაინელებს ხოცავენ. რუსეთის ბიუჯეტი – ეს ტერორიზმის ბიუჯეტია. არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“,- აღნიშნავს შმიგალი. მისივე თქმით, რუსი სამხედროების სისასტიკე – გენოციდია.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 5 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.64  (-  0,89)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.96  (-  1.32)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

კულება პუტინის შესაჩერებლად ნავთობსა და გაზზე ემბარგოს შემოღების აუცილებლობას ხედავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერზე ეხმაურება რუსეთისადმი ევროკავშირის გამკაცრებული სანქციების მე-5 პაკეტის პირობებს. მადლიერებასთან ერთად კულება წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის შესაჩერებლად მის გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება და ბანკების საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან გათიშვაა აუცილებელი. „მივესალმები ევროკავშირის მიერ სანქციების მეხუთე პაკეტის გაძლიერებას, რუსული ქვანახშირის აკრძალვას, რუსული ხომალდების ევროკავშირის პორტებში შესვლის და საგზაო-სატრანსპორტო ოპერატორების აკრძალვას. მაგრამ პუტინის შეჩერებას გაზსა და ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს

ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს. საფუძველი არის ახლად გაფორმებული კონტრაქტები, რომლებიც უფრო დაბალ ფასებშია და რომლებიც ჯერ საქართველოში არ შემოსულა, მაგრამ შემოვა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ასევე გვაქვს დიალოგი კერძო სექტორთან, რომ ამ სიტუაციით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს. ფიუჩერსული გარიგებები მიმდინარე წლის ნავთობზე არის დაწეული. წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო იწევს და ...

Read More »

ბორელი: 1 მილიარდი ევროთი დავეხმარეთ უკრაინას, რუსეთს ამდენივეს ყოველდღიურად ენერგიისთვის ვუხდით

“1 მლრდ ევრო მივეცით უკრაინას, ამდენივეს ყოველდღე ვუხდით პუტინს ენერგორესურსებში”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა, კოლოსალურია სხვაობა რუსეთის ენერგორესურსებში გადახდილ თანხებს შორის. „ჩვენ უკრაინას 1 მილიარდი ევრო მივეცით, შეიძლება, ბევრად მოგვეჩვენოთ, მაგრამ 1 მილიარდი ევრო არის ის თანხა, ...

Read More »

შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან საჭირო იქნება ზომების მიღება რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან საჭირო იქნება რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტთან დაკავშირებით ზომების მიღება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. შარლ მიშელი წერს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მოიცავს. „ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს, რათა მაქსიმალური ზეწოლა შევინარჩუნოთ კრემლზე. ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. ვფიქრობ, ადრე თუ ...

Read More »