Tag Archives: #ენერგეტიკა

ლევან დავითაშვილმა არაბულ კომპანია MASDAR-ის დელეგაციასთან საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის პროექტები განიხილა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის პროექტების შემდგომი განვითარების საკითხების განსახილველადაა ჩამოსული. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC ...

Read More »

ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებას, ხოლო ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებით სანქციები უნგრეთისთვის „წითელი ხაზი“ იქნება

უნგრეთმა რუსეთისგან საჰაერო გზებით ბირთვული საწვავი მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს. პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობზე და გაზზე სანქციების დაწესებას, ხოლო ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებით სანქციები უნგრეთისთვის „წითელი ხაზი“ იქნება. ამასთან სიიარტოს თქმით, რუსეთისგან საჰაერო გზით ბირთვული საწვავი მიიღეს „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურისთვის. „საწვავს ყოველთვის ვიღებდით რუსეთისგან სარკინიგზო გზით უკრაინის გავლით, სამწუხაროდ, ეს აღარ არის შესაძლებელი, შესაბამისად, ...

Read More »

რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნით, ბერლინში აქცია გაიმართა

რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნით, ბერლინში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიწაზე იყვნენ დაწოლილები, რითიც პატივი უკრაინაში მოკლულ ადამიანებს მიაგეს. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა „ტვიტერზე“ ავრცელებს. „შეწყვიტე დაპირება, დაიწყე მოქმედება! ბერლინში, რუსეთის გაზზე, ქვანახშირსა და ნავთობზე ემბარგოს დაუყოვნებლივი დაწესების მოთხოვნით, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის დასასრულს, რუსეთის შემოჭრის შედეგად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად, მონაწილეები მიწაზე დაწვნენ”, – ნათქვამია რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო: “უკრაინაში ზოგიერთ მაღაროს ვერ აღვადგენთ”

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, საოკუპაციო ძალები ქვანახშირის მაღაროებსა და გაზის საბადოებს ანადგურებენ. ამის შესახებ RBC-უკრაინას ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განუცხადა. მინისტრის თქმით, არის მაღაროები, რომელთა აღდგენა შეუძლებელია. „არის მაღაროები, რომლებსაც ვერ აღვადგენთ. ისინი დატბორილია და სამუშაოდ მათი დაბრუნება შეუძლებელია. ეს არის, მაგალითად, ლუგანსკის ოლქში მაღარო “ზოლოტაია” და “ტოშკოვსკა”. ისინი ძლიერი დაბომბვის ქვეშ მოხვდნენ, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა“, ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 7 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ნოზაძის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ნათაძის, ...

Read More »

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ომმა და სანქციებმა ევროპას ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მოუტანა, აშშ-ს კი მოგება და სიმდიდრე

ომმა და სანქციებმა ევროპას ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მოუტანა, აშშ-ს კი მოგება და სიმდიდრე, – ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს „სინჰუას“ ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა. ამასთან, ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს აშშ-ს, შეაჩეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც პეკინის აზრით, მხოლოდ აზარალებს გლობალურ ეკონომიკას. „ისტორიამ და რეალობამ ნათლად ჩვენა, რომ სანქციები არ უზრუნველყოფს მშვიდობას და ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ევროპული ნახშირის ფასი იზრდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვა გადაწყვიტა

სამშაბათს 5  აპრილს ევროპულ ქვანახშირზე ფასი გაიზარდა, რადგან ევროკავშირი ქვანახშირის რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის საეჭვო დანაშაულის გამო რუსეთიდან იმპორტის აკრძალვისთვის ემზადება – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა financial Times ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ევროპაში ნახშირის საბითუმო ფასთან დაკავშირებული ფიუჩერსები 10% – ზე მეტით გაიზარდა  და მისმა ფასმა ტონაზე 290 დოლარი შეადგინა. ევროკომისიის პრეზიდენტმა  ურსულა ფონ დერ ლეიენმა, განაცხადა, რომ ბლოკი რუსულ ქვანახშირზე ემბარგოს ...

Read More »

სემეკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ. მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სემეკი გამოხატავენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს სემეკში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში. მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი ...

Read More »
პირველი ენერგოეფექტური საჯარო სკოლა საქართველოში

ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონების ამოქმედება გვიანდება

ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული რეგულაციების მიღება და კანონის ამოქმედება გვიანდება. ამ დროისთვის მიღებულია კანონები „ზოგადი ენერგოეფექტურობის შესახებ“, „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“, თუმცა, ამოქმედება შეფერხებულია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა განუცხადა, კანონის ძალაში შესასვლელად და რეალურად, ცხოვრებაში ასამოქმედებლად უამრავი ტექნიკური და ნორმატიული დოკუმენტის მიღებაა საჭირო, ხოლო ამ ნორმატიული დოკუმენტების მიღმა საჭიროა სისტემების შექმნა, რაც კანონის ამუშავებას, გაცოცხლებას უზრუნველყოფს. „შემუშავებულია კანონქვემდებარე აქტების ...

Read More »
„ენერგოტრანსი” მომდევნო სამი წლის განმავლობაში 39.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

ენერგეტიკული უსაფრთხოების თანამედროვე სტატუსი და მარეგულირებელი მხარდაჭერის მექანიზმები

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე ენერგოუსაფრთხოების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან. სემეკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ასახელებს, იმ  მარეგულირებელ ინსტრუმენტებს, რომელთა დანერგვა და  განხორციელება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესი პირობაა. ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ ენერგოუსაფრთხოება არის ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი საფუძველი. იმპორტირებულ ნახშირწყალბადოვან რესურსებზე დრამატული დამოკიდებულება (არანაკლებ 80%-ისა) და საგარეო პოლიტიკური ...

Read More »