სამშაბათს 5 აპრილს ევროპულ ქვანახშირზე ფასი გაიზარდა, რადგან ევროკავშირი ქვანახშირის რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის საეჭვო დანაშაულის გამო რუსეთიდან იმპორტის აკრძალვისთვის ემზადება – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა financial Times ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით ევროპაში ნახშირის საბითუმო ფასთან დაკავშირებული ფიუჩერსები 10% – ზე მეტით გაიზარდა და მისმა ფასმა ტონაზე 290 დოლარი შეადგინა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა, განაცხადა, რომ ბლოკი რუსულ ქვანახშირზე ემბარგოს დააწესებს.
”ეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს შეამცირებს რუსეთისთვის,” – თქვა მან.
გასულ წელს ევროკავშირმა 65 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა, რომელიც ელექტროსადგურებში ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იწვება. აქედან 45 მილიონი ტონა რუსეთიდან შემოვიდა.
წყარო: “კომერსანტი”