Tag Archives: #რუსეთი

რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის  მთავრობამ და ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გასულ თვეს რუსეთის ბანკი, ფინანსური არასტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის სუვერენიტეტის მიზეზით, ბიტკოინის მაინინგისა და სხვა სახის კრიპტოოპერაციების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ამჟამად, რუსეთის მთავრობა ცენტრალურ ბანკთან ერთად კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც კრიპტოს არა ციფრულ ფინანსურ აქტივად, არამედ „ვალუტის ანალოგად“ განიხილავს. არსებული ინფორმაციით, კანონპროექტი 18 თებერვლიდან შევა ძალაში. საინფორმაციო ...

Read More »

ტრამპი: გერმანია რუსეთის მძევალია – თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოჰყვებოდა

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიას რუსეთის მძევალი უწოდა. „მე ნამდვილად ვცდილობდი ანგელა მერკელი დამერწმუნებინა, არ დაემტკიცებინა გაზსადენის შესახებ შეთანხმება, რადგან განვაცხადე, რომ გერმანია მძევალი გახდებოდა. ეს არის ის, რაც არის – გერმანია რუსეთის მძევალია. თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი: რუსეთს დაუყოვნებლივ ჩაბარდებით, როდესაც ეს გარიგება დასრულდება“, – აღნიშნა დონალდ ...

Read More »

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს ბოლო უნდა მოეღოს“

„კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის მორიგი შეჭრა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მომავალს დაასრულებს, დადებითი სიგნალია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. კულებას თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ უკრაინის პოზიცია უცვლელია. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უსაფრთხოების პრობლემა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ორმხრივად ...

Read More »

2021 წელს რუსული თხევადი გაზის კომპანიების შემოსავალი 8,5%-ით გაიზარდა და $7,32 მლრდ შეადგინა

რუსული თხევადი გაზის კომპანიების შემოსავალი 2021 წელს გაიზარდა. კერძოდ, Sakhalin Energy-ისა და Yamal LNG-ის შემოსავალი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტიდან 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა და 7,32 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (FCS) მონაცემებშია ნათქვამი. Sakhalin Energy-ის აქციონერები არიან გაზპრომი (50%), Royal Dutch Shell (27,5%), იაპონური Mitsui (12,5%) და Mitsubishi (10%). Yamal LNG ფლობს 50.1% ...

Read More »

ბაიდენი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში არავითარი Nord Stream 2 არ იქნება

გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გერმანიაში მიმავალი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის შესახებ. “თუ რუსული ტანკები და ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარზე, გაზსადენს ბოლო მოეღება. გპირდებით ჩვენ ამას შევძლებთ”,- თქვა პუტინმა. ამასთანავე ბაიდენს არ დაუკონკრეტებია თუ კონკრეტულად რა მექანიზმებით შეაჩერებს Nord Stream-ს. გაზსადენის შესახებ დასმულ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი ააარიდა გერმანიის კანცლერმა. ...

Read More »

სალივანი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, Nord Stream 2 არ ამოქმედდება

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, Nord Stream 2-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ 6 თებერვალს, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა NBC-ის ეთერში განაცხადა. სალივანმა განაცხადა, რომ აშშ დარწმუნებულია ევროპული ქვეყნები აპირებენ “სერიოზული ფასი გადაახდევინონ რუსეთს,” მაგრამ “რუსული გაზის შეწყვეტამდე და ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციამდე შორი გზაა.” გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტისგან მიიღო დავალება მსოფლიოში ბუნებრივი აირის მიმწოდებლები მოიძიოს, რათა გაუთვალისწინებელი ...

Read More »

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს შეცვლის

მოელიან, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, რომელიც კომპანია Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეა, რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბევის სიძის, ტიმურ კულიბაევის, ადგილს დაიკავებს. როგორც „გაზპრომის“ 4 თებერვლის ცნობაშია მითითებული, დირექტორთა საბჭოს ახალ კანდიდატებს კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, ივნისის ბოლოს დაამტკიცებენ. ტიმურ კულიბაევმა, რომელიც 2011 წლიდან არის „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს წევრი, ყაზახეთში მომხდარი ...

Read More »

ევროკომისიაში “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის გაშვების პირობა დაასახელეს

რუსული გაზსადენის, “ჩრდილოეთ ნაკად”-2- ის გაშვება რუსეთის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Les Echos-თან ინტერვიუში. ”მოსკოვი იყენებს გაზს, როგორც ჩვენზე ზეწოლის ინსტრუმენტს, ამიტომ, “ჩრდილოეთ ნაკადი-2” არ შეიძლება, გამოირიცხოს სანქციების სიიდან”, – თქვა მან. გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ “გაზპრომის” პოლიტიკა უცნაურად გამოიყურება. მისი აზრით, კომპანიამ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს მიწოდების მოცულობა, რადგან ევროპაში ...

Read More »

პუტინთან შეხვედრაზე ორბანმა ითხოვა რუსეთის გაზის იმპორტის გაზრდა

უნგრეთმა ითხოვა გაიზარდოს რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა ორმხრივი, გრძელვადიანი შეთანხმების ფარგლებში – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 1 თებერვალს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ. ორბანის თქმით, მან ითხოვა გაფართოვდეს უნგრეთის 15-წლიანი ხელშეკრულება რუსეთის კომპანია გაზპრომთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს გაზის უფრო დიდი მოცულობით მიწოდება, ევროპაში ენერგიაზე ფასის ზრდის ფონზე. ორბანი ამ განცხადებებით გამოვიდა პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პუტინმა კი ...

Read More »

ევროკომისია: “ჩრდილოეთ ნაკადი-2” ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას არ შეესაბამება

რუსული გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი-2” ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას არ შეესაბამება, რომელიც მიზნად ისახავს დეკარბონიზაციას. ​ამის შესახებ კიევში ვიზიტის დროს ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა. დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ ამჟამად გაზსადენთან დაკავშირებით სიტუაცია “დაპაუზებულია”. მისი თქმით, ევროკომისია ამოწმებს პროექტის შესაბამისობას ევროკავშირის ენერგეტიკის კანონმდებლობის მოთხოვნებთან. პოლიტიკოსმა ასევე თქვა, რომ „ევროპაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროექტი არ უნდა განხორციელდეს იმის ხარჯზე, რომ უკრაინა დაკარგავს ...

Read More »