Tag Archives: #ელექტროენერგია

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები იზრდება

საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3%-ით, 849-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა 1.5%-ით მოიმატა და 17,200 დოლარს მიაღწია, კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 331 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება რიგით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 3.8%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,300 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ეთერიუმს კაპიტალიზაცია $160 მილიარდის ფარგლებშია. ზრდის ტენდენცია ფიქსირდება სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებთან ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება

2023 წელს საქართველოს ხელისუფლება წყალტუბო-ახალციხე-თორთომის ელექტროგადამცემი ხაზის (TL) მშენებლობის პირველი ეტაპის განხორციელებას გეგმავს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკულ სისტემებს დააკავშირებს. პროექტი გერმანული KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა. საბიუჯეტო პროგნოზებით, პირველ ეტაპზე, 2023 წელს იგეგმება 500 კვ ძაბვის  წყალტუბო-ახალციხის 103 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. მეორე ეტაპი გულისხმობს  400 კვ ძაბვის  34 კმ-იანი „ახალციხე-თორთომის“  ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. სამუშაოებს ინდური სამშენებლო კომპანია ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

9 იანვარს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანი IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ),  დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, ილორის, ...

Read More »

ხულოში დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია 7 სოფელს არ მიეწოდება

ხულოში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს გადააჭარბა. გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდა, – პრობლემაა, შიდა სასოფლო გზებზე. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია ამ დროისთვის 7 სოფელს არ მიეწოდება.

Read More »

ყინვების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა

უკრაინის ელექტროქსელების ოპერატორმა „უკრენერჰომ“ შეზღუდვები დააწესა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე. მან მიზეზად დაასახელა უახლოეს დღეებში მკვეთრი აცივება. „უკრენერჰოს“ 6 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები იმოქმედებს ყოველდღე 8:00-დან 23:00-მდე. კომპანიის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების ლიმიტების გადაჭარბება საავარიო გათიშვას გამოიწვევს. განცხადება გაკეთდა იმ პერიოდში, როცა უკრაინაში გრძელდება ელექტრომომარაგების დაგეგმილი და საავარიო გათიშვა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის დაბომბვის ფონზე. რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო იერიშების ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

6 იანვარს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, კოსტავას, ვერეს, ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას. “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ...

Read More »
ინტერ რაო სპეციელური კომისია: საქართველო ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

“ინტერ რაო საქართველო”-ს შემოსავალი გაორმაგდა

საქართველოში რუსული ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის კომპანია “ინტერ რაო საქართველო” 2019 წელს დაფუძნდა. მასში 50.01%-იან წილს რუსული ენერგოგიგანტი ფლობს, ხოლო 49.99%-იანი წილი შპს “ლუქს ენერჯი ჰოლდინგს” ეკუთვნის. “კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული ელექტროენერგიის რეალიზაციას საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში,” – ნათქვამია, BM.GE-ს ცნობით, კომპანიის მმართველობით ანგარიშში. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი გაორმაგდა და მან 107.9 მილიონ ლარს მიაღწია. გაოთხმაგებულია კომპანიის წმინდა მოგებაც და მან ...

Read More »

სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) 2022 წლის განმავლობაში 15 437 განცხადება/წერილი შევიდა. აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ  3549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც  გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა. ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166 266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში – 730 233 ლარი. წყალმომარაგების სექტორში – 348 319 ლარი. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

5 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახახლების (ნაწილობრივ), ზემო ალექსეევკაის დასახლების, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, დავით კაკაბაძის, ესენინის, წუწუნავას, სააკაძის, პეტრიწის, ნიკო ფიროსმანის, თენგიზ ჩანტლაძის, გოკიელის, ვაჟა ბანეთიშვილის, კოსტავას, ამირანაშვილის, კაკაბეთის, ახვლედიანის და გიორგი მუხაძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო ...

Read More »

უკრაინის ყველა ოლქში ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვები მოქმედებს

4 იანვარს უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ ქვეყანაში  ცივი ამინდისა და ზამთრის არდადეგების შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. უკრენერგოს ცნობით, ენერგეტიკული სისტემის ბალანსის შესანარჩუნებლად, უკრაინის ყველა ოლქში შეზღუდვები მოქმედებს. Ukrenergo-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. „უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის მიერ 11 სარაკეტო და 14 თვითმფრინავის თავდასხმა განხორციელდა. ელექტროგადამცემი ქსელების ...

Read More »