თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება

2023 წელს საქართველოს ხელისუფლება წყალტუბო-ახალციხე-თორთომის ელექტროგადამცემი ხაზის (TL) მშენებლობის პირველი ეტაპის განხორციელებას გეგმავს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკულ სისტემებს დააკავშირებს. პროექტი გერმანული KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა.

საბიუჯეტო პროგნოზებით, პირველ ეტაპზე, 2023 წელს იგეგმება 500 კვ ძაბვის  წყალტუბო-ახალციხის 103 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

მეორე ეტაპი გულისხმობს  400 კვ ძაბვის  34 კმ-იანი „ახალციხე-თორთომის“  ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.

სამუშაოებს ინდური სამშენებლო კომპანია KEC International Limited განახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყნის ენერგოსისტემის გამტარუნარიანობა და საიმედოობა მკვეთრად გაიზრდება.

პროექტი თანადაფინანსებულია გერმანული KfW-ის და ევროკავშირის მეშვეობით ENIP-ის (ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამა) ფარგლებში. ENIP-ის მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 270 მილიონ ევროს, თანადაფინანსებულია KfW-ისა და EBRD-ის მიერ, მათ შორის 9,9 მილიონი ევროს გრანტის დაფინანსება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდიდანაა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply