Tag Archives: #გაზი

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 280 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

რუსეთის ვიცე-პრემიერი: „გაზპრომის“ ევროპელი კლიენტების უმეტესობა საფასურის რუბლით გადახდაზე გადავიდა“

„გაზპრომის“ მიერ ევროპისთვის მიწოდებული გაზის თითქმის მთელი მოცულობის საფასურის გადახდა რუბლებში ხდება“, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსული გაზის მომხმარებელთა 90-95% საფასურს რუბლებში იხდის. „გაზპრომის“ ევროპელი კლიენტების უმეტესობა გაზს რუბლებში ყიდულობს. ვფიქრობ, მთლიანი მოხმარებიდან თუ ავიღებთ, დაახლოებით 90-95% საფასურს რუბლებში იხდის“, – განაცხადა ნოვაკმა. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც რუსეთისთვის „არამეგობრულ“ ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

ევროპა აზერბაიჯანს გაზის მოცულობის გაზრდას სთხოვს, მაგრამ ახლო მომავალში ბაქო ამას ვერ მოახერხებს

7-8 წლის შემდეგ შეიძლება სიმძლავრის გაორმაგება, მანამდე კი ევროპას მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერის მოსმენა მოუწევს. 2030 წლისთვის აზერბაიჯანი ევროპას დაახლოებით 27 მილიარდი კუბ/მ გაზით მოამარაგებს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 10-11 მილიარდ კუბ/მ-ს შეადგენს, რაც ევროპის ჯამური მოხმარების 3%-ია. როგორც სპეციალსიტები აღნიშნავენ, აზერბაიჯანული გაზი ევროპისთვის მინიმალურ დონეზეც არ არის საკმარისი, მაგრამ მცირე შეღავათს კონტინენტს მაინც მისცემს. როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ...

Read More »

ხვალ 5400-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისი ენრჯის ინფორმაციით, ვარკეთილის რაიონში 5400-მდე აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება. თბილისი ენერჯი მიზეზად გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასახელებს. 17 ივნისის 10.00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება: ვარკეთილის III მასივი, ნაკვ. 20 (025)-ში მდებარე შპს ,,ვარკეთილი დეველოფმენთი”-ს, ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, ვარკეთილის ზემო პლატო, კორპ. 33ა (33ბ), ნაკვ. 05/064-ში მდებარე შპს ,,დავიდე”-ს, ვარკეთილის ზემო პლატო, კორპ. ...

Read More »

მორიგი ხანძარი რუსეთში, უკრაინული მედიის ცნობით, ცეცხლი ამჯერად “გაზპრომის” ერთ-ერთ უმსხვილეს საბადოს გაუჩნდა

მორიგი ხანძარი რუსეთში – უკრაინული მედიის ცნობით, ხანძარი 15 ივნისს ღამით, გაზპრომის “დობიჩა ურენგოს” უბანზე მეშვიდე და მერვე საბადოებს შორის 1,4 მეტრი დიამეტრის მილის დაზიანების გამო მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

„გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება

რუსული მედიის ცნობით, ენერგოკომპანიებმა ავსტრიულმა OMV-მ, იტალიურმა Eni-მ, გერმანულმა Uniper-მა 15 ივნისს რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებაზე შეტყობინება მიიღეს. Eni-ს ეცნობა 15%-იანი მიწოდების შეწყვეტის შესახებ, Uniper-ს მიწოდება 25%-ით შეუმცირდება. OMV-ს არ უთქვამს, რამდენად შემცირდება მარაგი, მაგრამ, Uniper-ის მსგავსად, თქვა, რომ მას სხვა წყაროებიდან შეუძლია გაზის ჩანაცვლება. 14 ივნისს გაზპრომმა Nord Stream 1-ზე გაზის ნაკადის 40%-ით დღეში დაგეგმილი 167-დან 100 მილიონ კუბურ ...

Read More »

EBRD უკრაინულ Naftogaz-ს €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” (EBRD) გაზისა და ნავთობის უმსხვილეს უკრაინულ კომპანია Naftogaz-ს ომის შედეგად ბუნებრივი აირის წარმოების დანაკარგის კომპენსაციისთვის €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს. კომპანია EBRD-ის მიერ გაცემული თანხის პირველ ტრანშს – €50 მილიონს გამოიყენებს გადაუდებელი შესყიდვისთვის, რაც სასწრაფოდ არის საჭირო უკრაინის გაზის სისტემის გათბობის სეზონისთვის მოსამზადებლად. კომპანიას სურს, რომ ჯამში €1 მილიარდი მოაგროვოს მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესაძენად, რაც მნიშვნელოვანია შემოდგომისთვის საკმარისი გაზის მიწოდების ...

Read More »

კიევი ვაშინგტონს უკრაინისთვის გაზის მიწოდებას Lend-Lease-ის მეშვეობით სთავაზობს

უკრაინა განიხილავს ვაშინგტონთან შეთანხმების ვარიანტს Lend-Lease-ის ფარგლებში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი Foreign Policy წერს. „უკრაინის ენერგეტიკის აღმასრულებლები ვაშინგტონს და სხვა დასავლეთის დედაქალაქებს სთავაზობენ უამრავ პოტენციურ გადაწყვეტილებებს მომავალი ზამთრისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად და შიდა წარმოების გაზრდის მიზნით. ეს მოიცავს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მთავარი ექსპორტიორებისგან ბუნებრივი აირის შესაძენად საერთაშორისო დაფინანსების უზრუნველყოფას, ალტერნატიული მიწოდების მარშრუტების შემუშავებას და ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

ევროკავშირის სანქციების გამო სერბეთი 1 ნოემბრიდან ვერ შეძლებს რუსული ნავთობის იმპორტს

ევროკავშირის სანქციების გამო სერბეთი 1 ნოემბრიდან ვერ შეძლებს რუსული ნავთობის იმპორტს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა 14 ივნისს. ვუჩიჩის თქმით, სერბეთი ზამთარში ენერგომატარებლების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ევროპულმა საბჭომ 3 ივნისს ოფიციალურად დაამტკიცა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი. სანქციები ითვალისწინებს ემბარგოს რუსეთის ნავთობზე. სერბეთმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის შეჭრა, მაგრამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე. ამის მიზეზად მან დაასახელა „ორ სახელმწიფოს შორის არსებული ტრადიციული კავშირები“. სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. 10 ივნისს ბელგრადში ვიზიტის მსვლელობისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში სერბეთის მიღებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანა მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და შეთანხმებას მიაღწიოს კოსოვოს თაობაზე. 29 მაისს შედგა ვუჩიჩის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი მომავალშიც უწყვეტად მიაწვდის სერბეთს ბუნებრივ აირს. წყარო: “რადიო თავისუფლება”

Read More »

რომეო მიქაუტაძემ ნავთობისა და გაზის კორპორაციის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გიორგი ჩიქოვანის კვალიფიკაციაზე, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე გაამახვილა. მისი თქმით, სამინისტრო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია მჭიდრო და კოორდინირებულ ურთიერთთანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს აქვს მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, ...

Read More »