Tag Archives: #ენერგეტიკა

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის და პეტრიწის ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

გერმანიის პარლამენტმა კონსერვაციაში მყოფი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ამუშავებას დაუჭირა მხარი

რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგად წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, გერმანიამ კონსერვაცის რეჟიმში მყოფი, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ამუშავება გადაწყვიტა. გერმანიის პარლამენტის ორივე პალატამ სპეციალური კანონით დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეზღუდვის წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით მთავრობის წინადადებას კონსერვაციის რეჟიმში მყოფი ქვანახშირის ელექტროსადგურების ამუშავების შესახებ. გერმანიის ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც “მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი”. ...

Read More »

ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს

რუსეთმა ყაზახური ნავთობის ექსპორტი, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ შეაჩერა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ერთთვიანი პაუზის შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს $850 მილიონი დააკლდება. რატომ შეაჩერა რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შუა აზიაში, საქართველოსა და ევროპის ბაზარზე, ...

Read More »

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელება მთელ მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს. კრემლის ლიდერი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეკონომიკური ომის გამოცხადებად აფასებს. როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, დასავლეთის მოწოდებებმა, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ, გლობალურ ბაზრებზე ნავთობისა და გაზის „ცხელება“ გამოიწვია.

Read More »

სად ახდენს საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს?

მიმდინარე თვის 7 დღეში საქართველომ ექსპორტზე 32,03 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე განთავსებული ოპერატიული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ივლისში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთსა და აზერბაიჯანში განახორციელა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე თვეში ექსპორტი არ ფიქსირდება რუსეთის და სომხეთის მიმართულებით. 1-7 ივლისს საქართველოში არც ელექტროენერგიის იმპორტი არ ფიქსირდება. ამ დროისათვის აზერბაიჯანში ექსპორტი 330 კვ ეგხ გარდაბანი-ს მეშვეობით განხორციელდა, სულ 7 დღეში საქართველომ აზერბაიჯანს  15,47 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიაწოდა. ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, „თელასის“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 8 ივლისს, „თელასის“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ფერმწერთა, ბანძელაძის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო ...

Read More »

ენერგეტიკული ბირჟის, სემეკისა და სსე-ის წარმომადგენლების ვიზიტი ნორდ პულის სათაო ოფისში

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ნორდ პულის სათაო ოფისს ეწვივნენ. ნორდ პულის მხრიდან სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდა ნორდ პულის გენერალური დირექტორი ტომ დარელი, ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული გუნდი. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში დღით ადრე და დღიური ბაზრების გაშვებისთვის საბოლოო დეტალების შეთანხმება და ამავე ბაზრების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა ადგილზე.

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

მიმდინარე წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ SEEGAS-ის (the South-East and East European Gas) ერთობლივი მმართველი კომიტეტის რიგით მე-4 შეხვედრაში, რომელიც ეთმობოდა უკრაინასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ენერგეტიკულ კრიზისზე რეაგირებას. აღნიშნული ინიციატივის მიზანია სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში ბაზრების ინტეგრაციის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდა ამავე რეგიონისა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების ...

Read More »

ნარჩენების გადამუშავება და წრიული ეკონომიკა საქართველოში

რა არის ცირკულარული, ანუ წრიული ეკონომიკა, რატომ გააქტიურდა ის ბოლო წლებში და რა  კეთდება საქართველოში ამ მიმართულებით? — ამ და  სხვა  თემებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“  სურსათისა და საკვებ პროდუქტების შესაფუთი კონტეინერების მწარმოებელი კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ამირან ცერცვაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით მსოფლიოში წრიულ ეკონომიკას ალტერნატივა არ აქვს და ყველა თანხმდება იმაზე, რომ რაც იწარმოება, ბუნებაში ნაგვის სახით არ ...

Read More »

ტოკიო ზომებს იღებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სახალინ 2-ის ენერგოპროექტი სხვა უწყებას გადასცა

იაპონიის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა და თქვა, რომ ქვეყნის “ენერგეტიკული ინტერესები დაცული უნდა იყოს”. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ნავთობისა და გაზის მრავალი მილიარდის ღირებულების პროექტების – სახალინ-2-ის, მართვის ბერკეტი სხვა რუსულ კომპანიას გადასცა. დადგენილების თანახმად, რუსული გაზპრომი პროექტებში თავის წილს შეინარჩუნებს (გაზპრომი პროექტების 50%-ს ოპერირებს), მაგრამ სხვა აქციონერებმა რუსეთის მთავრობას ახალ ფირმაში წილისთვის ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი, კრემლი თავად ...

Read More »