რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგად წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, გერმანიამ კონსერვაცის რეჟიმში მყოფი, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ამუშავება გადაწყვიტა.
გერმანიის პარლამენტის ორივე პალატამ სპეციალური კანონით დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეზღუდვის წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით მთავრობის წინადადებას კონსერვაციის რეჟიმში მყოფი ქვანახშირის ელექტროსადგურების ამუშავების შესახებ.
გერმანიის ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც “მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი”. მთავრობის გარემოს დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა. კოალიციურ მთავრობაში წამყვანი მწვანეები აცხადებენ, რომ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ამუშავება საჭიროა კრიზისთან გასამკლავებლად.
გერმანელი გარემოსდამცველები ამტკიცებენ, რომ ასეთ უაღრესად დამაბინძურებელ ენერგიაზე დაბრუნება გერმანიის მიერ კლიმატის ცვლილების ყველაზე ძირითადი მიზნების შესრულებასაც კი საფრთხის წინაშე აყენებს.
კლიმატის დაცვისა და ენერგეტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, კლაუს ერნსტის თქმით, გადაწყვეტილება ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გახსნის შესახებ „კლიმატის პოლიტიკის კატასტროფის“ ტოლფასია.
მიღებული კანონები სერიოზული იმედგაცრუებას იწვევს. „ყოველთვის მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბუნების დაცვას იგი (ჰაბეკი – „აიპრესი”) სულაც არ უდგებოდა გულით”, ბუნების დაცვაში არ არის ჩართული პარტია არცერთი პარტია გარდა მწვანეებისა – „და მწვანეებიც ამას აღარ აკეთებენ”, – განაცხადა გერმანულ სააგენტოებთან საუბარში შლეზვიგ-ჰოლშტაინის სანაპირო ზღვების და გადაშენების პირას მყოფი ფრინველების სახეობების დაცვაში აქტიურად ჩაბმულმა ბიოლოგმა რაინერ ბორხერდინგმა.
მისი თქმით, შავი წერო და სავათი მიზანმიმართულადაა იგნორირებული კანონში და ეს მაშინ, როცა ისინი მთელ ევროპაშია დაცული. გარდა ამისა, თითქმის შეუძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა სახეობების კონსერვაციის პროგრამებისთვის და ევროკავშირის კანონების დარღვევით, კვლავ გაგრძელდება სუბსიდირება მდინარეებზე არსებული ყველაზე პატარა ჰიდროელექტროსადგურებისა, „რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიის მინიმალურ რაოდენობას, მაგრამ მაქსიმალურ ზიანს აყენებენ მდინარეს“.