Tag Archives: #ფასი

საუდის არაბეთმა აშშ-ს ნავთობმოპოვებაში ლიდერობა ჩამოართვა

საუდის არაბეთი აშშ-სთვის ნავთობის ფასებს ზრდის – ვაშინგტონი სტრატეგიულ რეზერვებს ხსნის

საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ – Saudi Aramco, გაზარდა ნოემბრის ნავთობის ფასი შეერთებული შტატებისთვის, იტყობინება Bloomberg-ი, კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით. „ფასები ყველა ტიპის ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში შემცირდა. აშშ-ში ყველა კლასზე ფასები გაიზარდა 20 ცენტით“, – წერს სააგენტო. ამავდროულად, Saudi Aramco-მ არ გაზარდა თავისი ძირითადი Arab Light ნავთობის ფასი აზიისთვის, თუმცა გადამამუშავებელი მწარმოებლები და მოვაჭრეები, რომლებიც გამოკითხულ იქნა Bloomberg-ის ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე – კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის მთავარი მიზანია ხუთი მსხვილი რეალიზატორის მხრიდან 2022 წელს დაფიქსირებული ქცევა, როდესაც საწვავის გაიაფებული იმპორტი არ აისახა საცალო ქსელის ფასებზე

აგვისტოს თვეში მნიშვნელოვნად არის დაწყებული საავტომობილო საწვავის ბაზარზე ფასების კლების პროცესი, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, აგვისტოს თვეში ყველა ტიპის სავწვაზე დაახლოებით 30-40 თეთრიანი კლება გვაქვს. მისივე თქმით, ეს პროცესი გრძელდებოდა სექტემბრის თვეშიც, დაახლოებით 10-30 თეთრის ფარგლებშია კლების მაჩვენებელი ყველა ტიპის საწვავზე. ლექვინაძის განმარტებით, ამას ხელს უწყობდა ბუნებრივია საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება და კლების ტენდენცია ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

უნგრეთი “გაზპრომთან” გაზის გადასახადის გადავადებაზე შეთანხმდა

უნგრეთი რუსულ “გაზპრომთან” გათბობის სეზონზე დაახლოებით 1.9 მილიარდი ევროს გაზის გადასახადის გადადებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg 4 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ორშაბათს, 3 ოქტომბერს, უნგრეთმა განაცხადა, რომ “გაზპრომთან” გადახდების სამი წლით გადადებას მიაღწია, რაც მას ექვსი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა. გარიგების პირობები არ გახმაურებულა. Bloomberg-ის ორი წყაროს ცნობით, პირველ წელს უნგრეთი გადაიხდის თანხის 20%-ს, რომლის ვადაც გრძელდება, ხოლო 40%-ს მომდევნო ორი ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

გაძვირდება თუ არა გაზი საქართველოში – რას ამბობს ენერგეტიკოსი?

„საქართველოში მოსახლეობისთვის ფასი ე.წ. სოციალური გაზიდან გამომდინარეობს. ანუ ჩვენ სოციალური გაზის რაოდენობით ვიჭერთ ამ ტარიფს, თორემ რეალური ფასები რომ შევიყვანოთ ტარიფში, მაშინ ის გაცილებით მაღალი იქნებოდა“ – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს ტარიფი იყოს, რაც დღეს გვაქვს და ენერგოკომპანიებმა მუშაობა შეძლონ, 1000 კუბურ მეტრს 90 დოლარამდე ასუბსიდირებს სახელმწიფო, როდესაც 142 დოლარია თბოელექტროსადგურებისთვის. „ამის საშუალებას ...

Read More »

კრისტინ ლაგარდი: მე არ შემიძლია ენერგიის ფასის შემცირება

 BBC-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB) კიდევ მოსალოდნელია განაკვეთის ზრდა, რომელიც ხუთშაბათს 75 პპ–ით 1,25%–მდე ასწიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფასების ზრდის ტემპს უკავშირდება, რომელიც ევროპაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დინამიკურია. ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი ვერ აკონტროლებს ენერგიის მაღალ ფასებს. ”მე არ შემიძლია ენერგიის ფასის შემცირება, – თქვა მან. – მე არ შემიძლია დავარწმუნო  მსოფლიოს ...

Read More »

რუსეთი აცხადებს, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლებსა და იუანში გადაიხდის

რუსული ჰოლდინგი “გაზპრომი” და ჩინეთის ნავთობისა და გაზის კორპორაცია CNPC შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლსა და იუანში გადაიხდის. ამის შესახებ “გაზპრომი” იტყობინება. კომპანიების ტოპ მენეჯერები ალექსეი მილერი და დაი ჰულიანგი ასეთ შეთანხმებამდე აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ შეხვედრაზე მივიდნენ. “გადახდის ახალი მექანიზმი ორმხრივად მომგებიანი, დროული, საიმედო და პრაქტიკული გადაწყვეტაა. მე მჯერა, რომ ის გაამარტივებს ანგარიშსწორებას, გახდება შესანიშნავი მაგალითი სხვა კომპანიებისთვის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2000 აშშ დოლარს ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2,5%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 987 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ბიტკოინის ფასი იზრდება – კრიპტოვალუტის ღირებულებამ 20%–ით მოიმატა

ბიტკოინის (BTC) ფასი ბოლო კვირაში 20%-ზე მეტით გაიზარდა და ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. კრიპტოვალუტის ღირებულებამ $23,500 გადააჭარბა, რაც 8 თვის განმავლობაში დაღმავალი დინამიკის შემდეგ პირველად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ეს უკანასკნელი აღმავლობა ბაზარის გამოჯანმრთელების წიაპირობაა, მაინც დიდი შეღავათი და შვებაა ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიანი საცალო და ინსტიტუციური მფლობელებისთვის. ბიტკოინთაან ერთად, Binance Coin (BNB), ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

აშშ-ში ბენზინის ფასი გალონზე 4.50 დოლარს ჩამოსცდა

აშშ-ში ბენზინის ფასი, მაისის შემდეგ პირველად, გალონზე $4.50-ს ჩამოსცდა. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ფასის საშუალო მაჩვენებელი გალონზე $4.49 იყო. ბენზინის ფასები ქვეყნის მასშტაბით 35-დღიან კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ფასის ვარდნის ყველაზე ხანგრძლივი ეპიზოდია 2020 წლის აპრილის შემდეგ. საწვავზე ფასების ასეთი ცვლილების გამო, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვიზიტით იმყოფებოდა საუდის არაბეთში, საიდანაც ის ნავთობის გაზრდილ მიწოდებას ელის. ...

Read More »

“ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აისახება“

მაკროეკონომიკური ძირითადი მაჩვენებლების განახლებას ​​აგვისტოს დასაწყისში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, დროის მოკლე განაკვეთში ინფლაციასთან დაკავშირებით ბევრი ცვლილება ხდება. გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციაზე პროგნოზი რჩება იგივე. „შემიძლია ვთქვა, რომ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გვაქვს და ტრენდების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება. რაც შეეხება ინფლაციას, აქაც ბევრი ცვლილებები ხდება, ...

Read More »