საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ – Saudi Aramco, გაზარდა ნოემბრის ნავთობის ფასი შეერთებული შტატებისთვის, იტყობინება Bloomberg-ი, კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით.
„ფასები ყველა ტიპის ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში შემცირდა. აშშ-ში ყველა კლასზე ფასები გაიზარდა 20 ცენტით“, – წერს სააგენტო.
ამავდროულად, Saudi Aramco-მ არ გაზარდა თავისი ძირითადი Arab Light ნავთობის ფასი აზიისთვის, თუმცა გადამამუშავებელი მწარმოებლები და მოვაჭრეები, რომლებიც გამოკითხულ იქნა Bloomberg-ის მიერ, პროგნოზირებენ ფასის 40 ცენტით ზრდას.
OPEC+მა წინა დღეს გადაწყვიტა ნავთობის მოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით შეემცირებინა. ახალი შემცირება რეკორდული იყო 2020 წლიდან. შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, წერს CNN.
თუმცა, გადაწყვეტილება წარმოების შემცირების შესახებ მაინც მიიღეს. საპასუხოდ, შეერთებული შტატები ნოემბერში ბაზარზე 10 მილიონ ბარელ ნავთობს გამოიტანს, ნავთობი სტრატეგიული რეზერვებიდან, ნედლეულზე დაბალი ფასების მისაღწევად.
წყარო: bfm.ge