Tag Archives: #რუსეთი

ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა, რომელთა შორის ნახშირის იმპორტის აკრძალვაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ის სანქციები გააჟღერა, რომლებიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მეხუთე პაკეტში. მათ შორისაა რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვა (წელიწადში 4 მილიარდი ევროს მოცულობით); სრული აკრძალვა რუსეთის 4 წამყვან ბანკთან, მათ შორის VTB-სთან ტრანზაქციებზე; რუსეთის გემების ევროკავშირის პორტებში შესვლა (გამონაკლისია საკვები პროდუქტების, ჰუმანიტარული დახმარების და ენერგომატარებლების მიწოდება); ევროკავშირში რუსული და ბელორუსულ სატრანსპორტო ოპერატორების მუშაობის აკრძალვა; რუსეთიდან სხვადასხვა ...

Read More »

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ სანქციებს რუსული გაზის წინააღმდეგ

იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი კიევის რეგიონში – ბუჩის მცხოვრებლების – წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკე ვნახეთ. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 4 აპრილს, ზაგრებში განაცხადა. მან ასევე თქვა, რომ იტალია რუსული გაზზე სანქციებს ვეტოს არ დაადებს. დი მაიოს განმარტებით, ბუჩაში მომხდარი სისასტიკის ფოტოებმა ის შოკში ჩააგდო. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, ...

Read More »

Deutsche Bank-ის დირექტორი რუსული ენერგიის აკრძალვას არ ემხრობა

Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან სევინგი შეუერთდა გერმანელი აღმასრულებლებისა და პოლიტიკოსების მზარდ სიას, რომლებიც რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ. “გერმანიას, რომელიც უკვე ებრძვის მზარდ ინფლაციას, სიტუაციის შემდგომი გაუარესება დაემუქრება, თუ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი ან მიწოდება შეწყდება. გერმანიაში აშკარა რეცესია, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება”,- განაცხადა სევინგმა პრესკონფერენციაზე, სადაც მან ქვეყნის მთავარი საბანკო ლობის ხელმძღვანელის ...

Read More »

სლოვაკეთის პრემიერი: რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადავიხდით

სლოვაკეთი, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, რუსულ გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის. ამის შესახებ 3 აპრილის საღამოს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა. “რუსეთიდან გაზის შეძენისას სლოვაკეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უნისონში იმოქმედებს. სწორედ ჩვენი მოთხოვნით დაიწყო შეთანხმება ევროკავშირის მიდგომის შესახებ რუსეთიდან გაზის იმპორტის რუბლებში გადახდასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაშიც კი ერთიანობაა მთავარი და ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ხელშეკრულების პირობების და ევროში ანგარიშსწორების დაცვას”, – წერს ...

Read More »

შტაინმაიერი – „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. შტაინმაიერმა, რომელიც პრეზიდენტობამდე ანგელა მერკელის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია ნიშნავს, რომ მან და სხვებმა გულწრფელად უნდა აღიარონ, რომ ცდებოდნენ. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვებღაუჭებოდით ხიდს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა ...

Read More »

იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შემდეგ, იტალია მხარს დაუჭერს სანქციებს რუსული გაზის წინააღმდეგ,– ამის შესახებ მან ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის შესახებ სანქციებს“, – თქვა მან. იტალიის ბაზარი ბუნებრივი აირის 40%-ით რუსეთიდან მარაგდება, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების ...

Read More »

ჩინეთი ცდილობს, რუსული თხევადი გაზი დიდი ფასდაკლებით შეიძინოს

თხევადი გაზის უმსხვილესი იმპორტიორები ჩინეთში ცდილობენ დამატებითი მოცულობების შეძენას რუსეთისგან, რათა ისარგებლომ დიდი ფასდაკლებებით ვიდრე მსოფლიო აქტიურად ამბობს უარს აგრესორის ენერგორესურსებზე,– იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრნობით. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები, მათ შორის Sinopec და PetroChina, მოლაპარაკებებს აწარმოებენ მომწოდებლებთან. კომპანიები გეგმავენ, პირდაპირი შეწყიდვების ნაცვლად, ნდობით აღჭურვილი ფირმები გამოიყენონ. ეს ხელს შეუწყობს შესყიდვების სტრუქტურის დამალვას და წარმოაჩენს იმგვარად, თითქოს ჩინური კომპანია ...

Read More »

გარემოსდაცვითი ჯგუფები აშშ-ს მიერ EU-სთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას აპროტესტებენ

გარემოსდაცვითი ჯგუფები აპროსტესტებენ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის ქვეყნებს 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ბუნებრივი აირის რაოდენობა, რომელსაც აშშ EU-ს მიაწვდის, იმის მეათედია, რასაც ევროკავშირი ახლა რუსეთიდან იღებს. დაგეგმილია, რომ აშშ-დან გაზის ექსპორტი მეტად გაიზრდება – ევროკავშირის მიზანია, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან 50 მლრდ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღოს, რათა რუსეთზე აღარ იყოს დამოკიდებული. გადაწყვეტილება ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ...

Read More »

გერმანიის თავდაცვის მინისტრი – ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა

ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ტელეკომპანია „აერდესთან“ ინერტვიუში განაცხადა. კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ბერლინი აქამდე ეწინააღმდეგებოდა რუსეთიდან ენერგეტიკულ იმპორტზე ემბარგოს დაწესების მოწოდებას და ამბობდა, რომ გერმანიის და სხვა ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ევროპის გაზის საჭიროების 40 პროცენტს უზრუნველყოფს.

Read More »

რუსი დეპუტატი აზერბაიჯანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვის მოწოდებით გამოვიდა

რუსი დეპუტატი მიხეილ დელიაგინი აზერბაიჯანზე ბირთვული შეტევის განხორციელების ინიციატივით გამოდის. ტელეგრამ-არხში განთავსებულ პუბლიკაციაში დელიაგინი მიზნად აზერბაიჯანული ნავთობმრეწველობის განადგურებას ასახელებს, მიზეზად კი – იმას, რომ “აზერბაიჯანმა, ჩათვალა რა, რომ რესურსების უკრაინაზე გადართვის გამო რუსეთი დაუძლურებულია, აგრესიის განხორციელება გადაწყვიტა”.

Read More »