სერბეთი, რომელიც მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, 2023 წელს ბუნებრივი აირის შეძენას აზერბაიჯანისგან გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრზე დაყრდნობით წერს. მინისტრ ზორანა მიჰაილოვიჩის განცხადებით, მომავალ წელს დასრულდება სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება. „ჩვენ ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, რომ დავჯავშნოთ გაზის მოცულობები მომავალი წლისთვის, რადგან სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება დასრულდება მომავალ წელს სექტემბერში“, – განაცხადა სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა ...
Read More »