რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

რუსეთი იტალიას გაზის მიწოდებას კიდევ 30%-ით შეუმცირებს

იტალიის ენერგოკომპანიის Eni SpA-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ენერგოგიგანტი გაზპრომი იტალიაში გაზის მიწოდებას დროებით, 30%-ით შეამცირებს.

გაზპრომის ინფორმაციით, იგი იტალიას დღეში 21 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის მაშინ, როდესაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღიური მიწოდება დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრი იყო.

აქამდე, ივნისში, რუსეთმა იტალიისთვის გაზის მიწოდება 50%-ით უკვე შეამცირა. ამჟამად, იტალიას გაზის მარაგების 60% აქვს, ხოლო მთავრობა მის სწრაფად და სრულად შესავსებლად დამატებით 4 მილიარდი ევროს სესხს გამოყოფს.

იტალიის ბანკის ხელმძღვანელის, იგნაციო ვისკოს თქმით, თუ მოსკოვი იტალიისთვის გაზის მიწოდებას სრულად შეწყვეტს, ქვეყანაში რეცესია იქნება.

წყარო: tabula.ge

Leave a Reply