ევროკომისიამ 2022 წლის პირველი კვარტლის ევროპის გაზის ბაზრის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ევროკომისიის კვარტალური ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნების მიერ 2022 წლის პირველ კვარტალში იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,4 მლრ კუბ.მ-ით, 88 მილიარდ კუბ.მ-მდე გაიზარდა.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ყველაზე მსხვილი იმპორტიორები იყვნენ:
გერმანია – 24 მლრ კუბ. მ.
იტალია – 18 მლრ კუბ.მ.
საფრანგეთი – 11 მლრ კუბ.მ.
ესპანეთი – 9 მლრ კუბ.მ.
ბელგია – 5 მლრ კუბ.მ.
ნიდერლანდები – 4 მლრ კუბ..მ
პოლონეთი – 4 მლრ კუბ.მ.
ამ შვიდი ქვეყნის მიერ იმპორტირებულია 74 მლრ კუბ.მ ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ იმპორტირებული მოცულობის 84%-ს შეადგენს.
ევროკავშირის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიმწოდებლები იყვნენ:
რუსეთი – 34%
ნორვეგია – 22%
აშშ – 16%
ევროკავშირში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მთლიან მოცულობაში აზერბაიჯანის წილმა (ტრანსადრიატიკული გაზსადენი) 2022 წლის პირველ კვარტლში 2,5% შეადგინა. 2021 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 1,2%-ის ტოლი იყო.
ჩრდილოეთ აფრიკის (ალჟირი და ლიბია) წილად მოდის ~10,5%, სხვა ქვეყნების (არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ანგოლა, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეკვატორული გვინეა, იემენი, ომანი, პერუ, სინგაპური) წილად კი ~14,5%
ევროკომისიის კვარტალური ანგარიშის თანახმად, თხევადი გაზის ძირითადი იმპორტიორები არიან:
აშშ – 14,1 მლრ კუბ.მ
რუსეთი – 5,5 მლრ კუბ.მ.
ნიგერია – 3,1 მლრ კუბ.მ.
კატარი – 3,0 მლრ კუბ.მ.
ალჟირი – 1,4 მლრ კუბ.მ.
ეგვიპტე – 0,9 მლრ კუბ. მ.
ტრინიდადი და ტობაგო – 0,7 მლრ კუბ.მ.
სხვა ქვეყნების წილად დაახლოებით 4,5 მლრ კუბ.მ. მოდის.
რუსეთის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდებული თხევადი გაზის მოცულობა 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია 49%-ით, ხოლო გაზსადენით მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა 31%-ით არის შემცირებული.
აშშ-ის მიერ ევროპაში ექსპორტირებული თხევადი გაზის მოცულობა 2022 წლის პირველ კვარტალში 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2,5-ჯერაა გაზრდილი, ხოლო ევროპაში ექსპორტირებული თხევადი გაზის წილი შეერთებული შტატების მიერ მთლიანად ექსპორტირებულში გაზრდილია 45%-მდე.
ევროპის 5 ქვეყნის წილად აპრილში აშშ-ის თხევადი გაზის მთლიანი ექსპორტის 54,1% მოდიოდა, ხოლო აპრილ-მაისში ევროპაში ექსპორტირებული თხევადი გაზის მოცულობამ 58%-ს მიაღწია.
ევროკავშირის შემდეგ ბუნებრივ აირის ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან:
იაპონია – 28,5 მლრ კუბ.მ.
ჩინეთი – 22,5 მლრ კუბ.მ.
სამხრეთ კორეა – 18,5 მლრ კუბ.მ.
დიდი ბრიტანეთი , თურქეთი, ინდოეთი, ტაივანი – თითოეული 6-8 მლრ კუბ.მ.
ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში თხევადი გაზის ყველაზე დიდი ექსპორტიორები არიან:
აშშ- 29 მლრ კუბ.მ. (ზრდა +25%)
ავსტრალია – 27 მლრ კუბ.მ
კატარი – 27 მლრ კუბ. მ. (ზრდა -8%)
რუსეთი 12 მლრ კუბ.მ. (ზრდა +13%)
მალაიზია – 10 მლრ კუბ.მ.
ინდონეზია – 4,5 მლრ კუბ.მ.
ალჟირი – 3 მლრ კუბ.მ. (ზრდა -20%)
ტრინიდადი და ტობაგო – 3 მლრ კუბ.მ. (ზრდა -2%).
მთლიანი ბაზრის მოცულობა 2021 წლის 131 მლრ კუბ.მ-დან 144 მლ კუბ. მ-მდეა გაზრდილი
იმპორტირებულ 88 მლრ კუბ. მ. ბუნებრივ აირში ევროკავშირის მიერ გადახდილი თანხების მოცულობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
რუსეთი – 26,5 მლრ ევრო
ნორვეგია – 19,2 ევრო
აშშ – 15,6 ევრო
ჩრდილოეთ აფრიკა (ალჟირი, ლიბია) – 5,4 ევრო
ტრანსადრიატიკული გაზსადენი (აზერბაიჯანი) – 2,5 მლრ ევრო
სხვა ქვეყნები – ~8,8 მლრ ევრო
2021 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირს იმპორტირებულ 79,6 მლრ კუბ.მ. ბუნებრივ აირში 15,1 მლრ ევრო ჰქონდა გადახდილი.
წყარო: ipress.ge