Tag Archives: #ნავთობკომპანიები

საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მრეწველობის მინისტრის აზრით, ნავთობზე მოთხოვნილება პანდემიამდელ დონეს წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

ნავთობზე მოთხოვნის დაბრუნება კორონავირუსამდელ დონემდე შესაძლებელია მოხდეს მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში, მიიჩნევს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მრეწველობის მინისტრისა  და ამავე დროს აბუ დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანია ADNOC-ის ხელმძღვანელ სულთან ალ-ჯაბერის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „სავარაუდოდ, ნავთობზე მოთხოვნილება კორონავირუსამდელ დონეს დაუბრუნდება მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში. უახლოეს პერიოდში მიწოდება მოთხოვნილებასთან შედარებით კლებას დაიწყებს“, – განაცხადა მან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზე ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 30 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.92 (+3.56)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.05 (+3.81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ-მა ნავთობის მოპოვების გაზრდა გადაწყვიტა მსოფლიო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების უმაღლესმა მრჩეველმა ეიმოს ჰოკსტინმა დუბაიში გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას, რომელიც ორგანიზებულია ვაშინგტონის ატლანტიკური საბჭოს მონაწილეობით, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდას შიდა და მსოფლიო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, TACC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”აშშ ფიქრობს გაზარდოს წარმოება და უზრუნველყოს საკმარისი მიწოდება აშშ-ის ბაზარზე და მსოფლიო ბაზრებზე,” – თქვა ჰოქსტინმა.

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

საწვავის გაძვირების ტენდენცია და მოლოდინები

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.  მძღოლებს  ავტოგასამართ სადგურებზე ერთ ლიტრ საწვავზე საშუალოდ ასეთი ფასები ხვდება: 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი ავტოგასამართ სადგურებზე რეგულარი – 3.80 ლ პრემიუმი – 3.85 ლ სუპერი – 4 ლ დიზელი – 4,10 ლ ყველა ტიპის საწვავის გაძვირების ტენდენცია მზარდია და პროგნოზები არადამაიმედებელი – ამბობენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში. ახლო მომავალში საწვავი არათუ გაიაფდება, შესაძლოა კიდევ უფრო გაძვირდეს. ...

Read More »

როდის დაიწყებს OMV PETROM შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევას

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყებს OMV Petrom შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის პოტენციური რესურსების კვლევას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს მალე განახორციელებს. პროექტზე არსებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით OMW Petrom-ის წარმომადგენლებს ლევან დავითაშვილი შეხვდა. მოლაპარაკებებისას  აღინიშნა, რომ ექსპერტული შეფასებით საქართველოს შელფზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგებია. ასევე, ითქვა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom-ი სამგანზომილებიან სეისმურ ...

Read More »
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

სებ-ი: საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება

“ამ ეტაპზე  არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაში წერია, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.5%-ით, რეკორდულ 11%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია. სებ-ის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა “გამკაცრებისკენ მიდრეკილი” დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ ...

Read More »

მთვრალაშვილი: არ გამოვრიცხავ, საქართველომ რუსეთიდან საწვავი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღოს

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფასდაკლებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები ქართულ ბაზარზე მოხვდეს, რაც საქართველოში საწვავის ფასს შეამცირებს. „მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვა შემცირებულია, რადგან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და რიგი ქვეყნები უარს ამბობენ რუსული პროდუქტის შესყიდვაზე. შესაბამისად, დღეს რუსული ნავთობის ყოველდღიური გაყიდვები, უხეში გათვლით, 2 მლნ ბარელითაა შემცირებული. მომავალ თვეში შესაძლოა, 3 მლნ ...

Read More »

“OPEC +”-ის ქვეყნებმა თებერვალში შეთანხმება 136%-ით შეასრულეს

თებერვალში  “OPEC +”-ის ქვეყნებმა შეთანხმება 136%-ით შეასრულეს, აქედან “OPEC”-ის ქვეყნებმა – 136%-ით, OPEC-ის არაწევრმა ქვეყნებმა – 135%-ით. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამრიგად, გარიგებაში მონაწილე ოპეკის ქვეყნებმა მოიპოვეს 680 ათასი ბარელით ნაკლები კვოტით გათვალისწინებულზე, ოპეკის არაწევრმა ქვეყნებმა – 373 ათასი ბარელით ნაკლები დღეში, ჯამში – 1,05 მილიონი ბარელით ნაკლები დღეში. ზოგადად, ოპეკის არაწევრმა ქვეყნებმა გაზარდეს მოპოვება იანვრის თვესთან შედარებით მხოლოდ 57 ათასი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 28 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  109.00 (-3.42)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.84 (-3.12)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთმა ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიები დაკარგა: მეხუთე კომპანია, რომელმაც რუსეთში მუშაობა შეაჩერა

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, კანადურმა ნავთობპროდუქტების მომსახურების კომპანია Calfrac Well Services-მა გამოაცხადა ყველა ინვესტიციის შეჩერებისა და რუსეთში აღჭურვილობის ყველა მიწოდება გააუქმის შესახებ. Calfrac Well Services აცხადებს ყველა ინვესტიციის შეჩერებას რუსეთის ფედერაციაში. Calfrac ასევე აუქმებს რუსეთში სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის ნებისმიერ მიწოდებას“, – აცხადებენ კომპანიაში. აღნიშნულია, რომ დირექტორთა საბჭო და Calfrac-ის ხელმძღვანელობა “ღრმად იმედგაცრუებულია უკრაინის კონფლიქტით”. წყარო: bfm.ge

Read More »