“OPEC +”-ის ქვეყნებმა თებერვალში შეთანხმება 136%-ით შეასრულეს

თებერვალში  “OPEC +”-ის ქვეყნებმა შეთანხმება 136%-ით შეასრულეს, აქედან “OPEC”-ის ქვეყნებმა – 136%-ით, OPEC-ის არაწევრმა ქვეყნებმა – 135%-ით. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ამრიგად, გარიგებაში მონაწილე ოპეკის ქვეყნებმა მოიპოვეს 680 ათასი ბარელით ნაკლები კვოტით გათვალისწინებულზე, ოპეკის არაწევრმა ქვეყნებმა – 373 ათასი ბარელით ნაკლები დღეში, ჯამში – 1,05 მილიონი ბარელით ნაკლები დღეში.

ზოგადად, ოპეკის არაწევრმა ქვეყნებმა გაზარდეს მოპოვება იანვრის თვესთან შედარებით მხოლოდ 57 ათასი ბარელით/დღეში – 15,7 მლნ ბარელამდე/დღეში, OPEC-ის ქვეყნებმა – 266 ათასი ბარელით/ დღეში 24,1 მლნ ბარელამდე/დღეში, ანუ ჯამში 328 ათასი ბარელით/დღეში.

არსებული გეგმის მიხედვით, “OPEC+”-ის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების კვოტები ყოველთვიურად იზრდება 400 ათასი ბარელით/დღეში.

თებერვალში OPEC-ის ქვეყნებიდან “აუტსაიდერები” კვლავ ანგოლა და ნიგერია არიან, რომლებიც მოიპოვებენ დადგენილ კვოტებზე ნაკლებს  250 ათასი ბარელით და 300 ათასი ბარელით დღეში. საუდის არაბეთი, კონგო და ეკვატორული გვინეა აწარმოებდნენ დაახლოებით 30 ათას ბარელზე ნაკლებს დღეში შეთანხმებულ დონესთან შედარებით.

Leave a Reply