Tag Archives: #ნავთობკომპანიები

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფებისთვის თურქმენეთს მოელაპარაკა?!

ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებას განიცდის. ამ ფაქტორმა გავლენა საქართველოზეც მოახდინა და  საცალო ქსელში ისტორიული ანტირეკორდიც კი დამყარდა. დიდი გაძვირების შემდეგ, ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ საწვავის ფასი ნელა-ნელა ქვემოთ ჩავა და გაიაფება დაიწყება. მთავრობაში საწვავის ღირებულების შემცირების მტკიცე მოლოდინი აქვთ და ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, თუმცა ამას როდის იგრძნობს მოსახლეობა, ჯერჯერობით, უცნობია. საწვავი ...

Read More »

ლუკოილი რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აჩერებს

ნავთობპროდუქტების ჭარბწარმოების გამო რუსული ნავთობგიგანტი ლუკოილი ქარხნების გაჩერებას აპირებს. ამის შესახებ kommersant.ru ლუკოილის ხელმძღვანელისა და თანამფლობლის ვაგიტ ალეკპეროვის მიერ რუსეთის ვიცე–პრემიერის ალეკსანდრ ნოვაკისადმი გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს. წერილში აღნიშნულია, რომ ექსპორტის შემცირების გამო კომპანია მაზუთის ჭარბწარმოების წინაშე აღმოჩნდა. „გადამუშავებაში მკვეთრად შემცირდა მაზუთის გატანა და შედეგად საცავებში ჭარბი საწვავი დაგროვდა“, – ნათქვამია დოკუმენტში. ალეკპეროვის თქმით, საცავების გადავსება ქარხნების გაჩერებას გამოიწვევს. გამოსავალს ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 5 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.64  (-  0,89)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.96  (-  1.32)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლევან დავითაშვილი: მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს

ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს. საფუძველი არის ახლად გაფორმებული კონტრაქტები, რომლებიც უფრო დაბალ ფასებშია და რომლებიც ჯერ საქართველოში არ შემოსულა, მაგრამ შემოვა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ასევე გვაქვს დიალოგი კერძო სექტორთან, რომ ამ სიტუაციით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს. ფიუჩერსული გარიგებები მიმდინარე წლის ნავთობზე არის დაწეული. წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო იწევს და ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანში ნავთობის წარმოება 2018 წლის სანქციებამდე არსებულ დონეს აღწევს

ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ქვეყანაში ნავთობის წარმოება 2018 წლის სანქციებამდე არსებულ დონეს აღწევს. 2018 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანის წინააღმდეგ ხელახალი სანქციები დააწესა. ირანი ამ ეტაპზე 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც შესაძლოა, ქვეყნისთვის რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნით დასრულდეს. ბირთვული გარიგება, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ...

Read More »

სანქციების გამო მარტში რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან 302 მლრდ რუბლით ნაკლები მიიღო

მიმდინარე წლის მარტში რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან დაგეგმილთან შედარებით 302 მლრდ რუბლით ნაკლები შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბიუჯეტით მარტში ამ სფეროდან 790 მლრდ რუბლის შემოსავალი იყო დაგეგმილი. აპრილში რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან 798,4 მლრდ რუბლის მიღებას პროგნოზირებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, ...

Read More »

რუსეთის წილი საქართველოს ნავთობ-ინდუსტრიაში

რუსეთ-უკრაინის ომის სახით მსოფლიოში შექმნილი კრიზისი რეგიონზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს სხვადასხვა მიმართულებით. ამ ფონზე, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება აქტიურად განიხილება ყველა სექტორში. აღსანიშნავია, რომ რუსეთს განსაკუთრებით დიდი წილი აქვს ნავთობინდუსტრიაში. კერძოდ, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში იმპორტირებული ნავთობის დაახლოებით მესამედი რუსეთზე მოდის. ქვეყანაში მოქმედი ხუთი ძირითადი კომპანიიდან ორი რუსულია. მაგალითად, კომპანია „გალფის“ მფლობელი „პეტროკას ენერჯი გრუპია“, რომლის 49%-იანი წილი 2014 წელს როსნეფტმა ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 5 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107,53  (+  4,01)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103,28  (+  3,14)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ყაზახეთმა საქართველოში ნავთობპროდუქტების და გაზის ექსპორტი შეამცირა

ყაზახეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ-თებერვალში 13,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (8,4 მლნ აშშ დოლარი), იუწყება MTI RK. ყაზახური საქონლის ექსპორტი 13,8%-ით შემცირდა და 6,1 მლნ დოლარი შეადგინა. QazTrade-ის (ექსპორტის მხარდაჭერისა და განვითარების ერთი ოპერატორი) ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში ყაზახეთს საქართველოში არ გაუტანია ნავთობპროდუქტები და აირები. თუმცა, გაიზარდა ნაგლინი პროდუქციის მიწოდება ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 4 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.82 (+3.71)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.08 (+3.81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »