მიმდინარე წლის მარტში რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან დაგეგმილთან შედარებით 302 მლრდ რუბლით ნაკლები შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბიუჯეტით მარტში ამ სფეროდან 790 მლრდ რუბლის შემოსავალი იყო დაგეგმილი. აპრილში რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან 798,4 მლრდ რუბლის მიღებას პროგნოზირებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, რომლებიც, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ექსპორტს შეეხო. აშშ-მა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე ემბარგო დააწესა.