Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ბორელმა კიევში რუსულ ენერგორესურსებზე სანქციები დააანონსა

ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკრაინაში მისი ინტერვენციის გამო. ამის შესახებ 8 აპრილს კიევში ვიზიტისას, საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. “ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და ასე გავაგრძელებთ. თქვენ გვითხარით, რომ მეტი სანქციები დაგვეწესებინა. გვესმის თქვენი და ვიცით, რომ მართალი ხართ. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, ...

Read More »

აშშ-ის სენატმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან ნებისმიერი ენერგომატარებლის იმპორტს კრძალავს. აშშ-ის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, კენჭისყრა ერთსულოვანი იყო: დოკუმენტს ორივე პარტიის 100-ვე სენატორი მიემხრო. მანამდე სენატორებმა რუსეთსა და ბელარუსს სავაჭრო სფეროში დახმარების მიმღები ქვეყნების სტატუსი ჩამოართვეს. ამასთან, კანონპროექტს ხელახლა შემოაქვს ე.წ „მაგნიტსკის კანონით“ ადრე დაწესებული სანქციები – მოსკოვის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. „მაგნიტსკის სიაში“ აშშ-ს წლებია შეყვანილი ...

Read More »

სამხრეთ კორეა ნავთობის დამატებითი სტრატეგიული მარაგების გათავისუფლებას აპირებს

სამხრეთ კორეამ გადაწყვიტა გამოყოს  კიდევ 7,23 მილიონი ბარელი ნავთობის სტრატეგიული მარაგი, რათა დაეხმაროს ენერგომატარებლებს  მაღალი ფასების შემცირებას უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე. აღნიშნულის შესახებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. მანამდე სეულს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი 4,42 მლნ ბარელის გამოყოფა. გადაწყვეტილება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრი ქვეყნების შეთანხმების შესაბამისად იქნა მიღებული. გასული თვიდან, ისინი შეთანხმდნენ, რომ მათი მარაგებიდან სულ 180 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყოს  უკრაინის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 7 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.58  (-  0.49)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.03  (-  0.20)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩინელები რუსეთს გაზსა და ნავთობში იუანს უხდიან

ჩინელი იმპორტიორები, რომლებიც რუსეთთან ენერგომატარებლებით ვაჭრობის შენარჩუნებას ცდილობენ, რუსულ ნედლეულში იუანის გადახდაზე გადავიდნენ. ამ სახით შემდგარი გარიგებით პირველი მიწოდება აპრილში იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს. ადგილობრივ ვალუტაში გადახდის გადაწყვეტილებმა ჩინურმა კომპანიებმა სანქციების გამო მიიღეს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო დაუწესეს. შეზღუდვების გამო ზოგიერთ რუსულ ბანკს საერთაშორისო საგადახდო სისტემაზე SWIFT წვდომა აღარ აქვს. 2021 წელს ჩინეთისთვის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 412.371 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  2,04   მილიონი ბარელით  და შეადგინა  236,787  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0,77  მილიონი ბარელით და შეადგინა  114,301 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 ...

Read More »

IEA სტრატეგიული მარაგებიდან 60 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების მიზნით 60 მილიონ ბარელ ნავთობს საკუთარი სტრატეგიული მარაგებიდან გამოყოფს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ფასებმა დაახლოებით 5%-ით დაიკლო. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 96$-მდე შემცირდა, ხოლო ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $101 შეადგინა.

Read More »

ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

2022 წლის 6 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.07  (-  5.57)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.23  (-  5.73)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

უკრაინამ რამდენიმე დიდი ენერგეტიკული ობიექტი დაკარგა

ომის დაწყებიდან უკრაინამ დაკარგა რამდენიმე დიდი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან გალუშჩენკომ RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ ვისაუბრებ ქსელების შეფერხებასა და დაზიანებაზე. ზოგადად დიდ ობიექტებზე მოგიყვებით. მთავარია ლუგანსკის თბოელექტროსადგური, რომელიც დავკარგეთ. ეს არის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დროებით აკონტროლებენ რუსები. ახტირსკაიას თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა – ორი საჰაერო ბომბი მოხვდა. ჩერნიგოვის თბოელექტროსადგური, სადაც ასევე იყო განმეორებითი დარტყმები“, – ...

Read More »

Shell-ი რუსეთიდან გასვლის გამო $5 მილიარდს კარგავს

Shell-ი რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ $5 მილიარდს კარგავს, იმაზე მეტს ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი, რადგან ნავთობისა და გაზის ფასების ზრდამ გამოიწვია სავაჭრო აქტივობის ზრდა წლის პირველ კვარტალში. თუმცა, კომპანიის განცხადების თანახმად, $4-დან $5 მილიარდამდე დანაკარგი არ იმოქმედებს კომპანიის მოგებაზე. Shell-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $210 მილიარდია, ადრე ამბობდა, რომ კლება დაახლოებით $3,4 მილიარდი იქნებოდა. $5 მილიარდამდე ზრდა გამოიწვია დამატებითმა პოტენციურმა ზემოქმედებამ, ...

Read More »