უკრაინამ რამდენიმე დიდი ენერგეტიკული ობიექტი დაკარგა

ომის დაწყებიდან უკრაინამ დაკარგა რამდენიმე დიდი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან გალუშჩენკომ RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ ვისაუბრებ ქსელების შეფერხებასა და დაზიანებაზე. ზოგადად დიდ ობიექტებზე მოგიყვებით. მთავარია ლუგანსკის თბოელექტროსადგური, რომელიც დავკარგეთ. ეს არის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დროებით აკონტროლებენ რუსები. ახტირსკაიას თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა – ორი საჰაერო ბომბი მოხვდა. ჩერნიგოვის თბოელექტროსადგური, სადაც ასევე იყო განმეორებითი დარტყმები“, – განაცხადა მან.

გალუშჩენკოს თქმით, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგური და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშაა.

„და რა თქმა უნდა, ნავთობის ინფრასტრუქტურა. თქვენ ხედავთ, რომ ისინი ანადგურებენ ნავთობის საწყობებს, კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“, – დასძინა მინისტრმა.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება დანგრეულ მაღაროებზე, რომელთა აღდგენაც ვეღარ ხერხდება.

„ისინი იტბორებიან და მათი აღდგენის საშუალება არ არსებობს. ეს არის „ზოლოტაიას“ მაღარო ლუგანსკის ოლქში, ასევე „ტოშკოვსკაია“, რომელიც იმავე რეგიონში მდებარეობს – ისინი მძიმე დაბომბვის ქვეშ მოხვდნენ, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. „სამხრეთ დონბასკა“ პირველი. სანამ „სურგაის“ მაღარო არ მუშაობს, ხალხი სხედან თავშესაფრებში და ამოსვლის საშუალება არ აქვთ. ყველა დანარჩენი მუშაობს. მაგრამ წარმოება ოდნავ შემცირდა ლოჯისტიკის პრობლემების გამო.

რაც შეეხება გაზის საბადოებს, დაზიანებულია ჩერნიგოვის რეგიონში ოლიშევსკის საბადო. ზოგადად, გაზის წარმოება შემცირდა დაახლოებით 15%-ით, ხოლო ნახშირი სახელმწიფო მაღაროებში – 30%-მდე“, – განაცხადა გალუშჩენკომ.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply