საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების მიზნით 60 მილიონ ბარელ ნავთობს საკუთარი სტრატეგიული მარაგებიდან გამოყოფს.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ფასებმა დაახლოებით 5%-ით დაიკლო. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 96$-მდე შემცირდა, ხოლო ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $101 შეადგინა.