Tag Archives: #რუსეთი

ბულგარეთი რუსულ ნავთობზე სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს

ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ასენ ვასილევი აცხადებს, რომ სოფია რუსულ ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბოლო კვირის განმავლობაში რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შემოტანაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავდნენ. „მოლაპარაკებები ორშაბათს და სამშაბათს გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია ნათელია, თუ სხვა ქვეყნები სანქციებიდან შეღავათს მიიღებენ, ასეთი რამ ჩვენც გვსურს“, – თქვა ვასილევმა ბულგარულ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვეტოზე უარის თქმის ...

Read More »
თხუთმეტი ევროპული სახელმწიფო რუსულ გაზზე უარს ამბობს

სანქციების მიუხედავად, საბერძნეთი რუსული ნავთობის შეძენას განაგრძობს

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, საბერძნეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს განაგრძობს. ამის შესახებ Deutche Welle გამოცემა Die Welt-ზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, საბერძნეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინა პერიოდის დონეზეა. ნავთობის იმპორტი ბერძნული ტანკერების მეშვეობით ხორციელდება. ყოველდღიურად საბერძნეთი რუსეთისგან 4,5 მლნ ბარელ ნავთობს ყიდულობს, რომლის ფასი 509 მლნ აშშ დოლარია. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ამერიკელი და ევროპელი ...

Read More »

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ქვანახშირითა და ნავთობის კოქსით დატვირთული მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი ხიხონის პორტში შევიდა

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ქვანახშირითა და ნავთობის კოქსით დატვირთული მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი ესპანეთის ქალაქ ხიხონის პორტში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ქალაქის პორტზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული ნედლი ნავთობით მალტის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ერთი გემი კარტახენაში 6 მაისს შევიდა. 8 აპრილს ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები რუსეთიდან ნახშირის, ხის, ქიმიკატებისა და სხვა პროდუქტების, როგორიცაა არაყი, იმპორტის წინააღმდეგ, თუმცა სანქციები ჯერ სრულად ...

Read More »
ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე

გაზის საერთაშორისო კავშირმა „გაზპრომსა“ და „ნოვატეკს“ შეზღუდვები დაუწესა

გაზის საერთაშორისო კავშირმა (IGU), რომლის წევრებიც რუსეთის სახელით იყვნენ „გაზპრომი“ და „ნოვატეკი“, თავის საქმიანობაში რუსეთის სუბიექტების ყოველგვარი მონაწილეობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  „გაზპრომი“ წლევანდელ კონგრესზე, რომელსაც კორეა მასპინძლობს, 137 მილიონი რუბლის დახარჯვას აპირებდა. „ნოვატეკი“ ასევე გეგმავდა სტენდის წარმოდგენას. IGU-ში შედის გაზის ინდუსტრიის 160 ასოციაცია და კორპორაცია, რომლებიც წარმოადგენენ გაზის მსოფლიო ბაზრის 95%-ზე მეტს.

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

Gazprom-ი ცდილობს დაარწმუნოს ევროპელი კლიენტები, რომ სანქციების მიუხედავად გაზის ყიდვა შეუძლიათ

Gazprom-მა წერილობით მიმართა ევროპელ მომხმარებლებს, რათა დაარწმუნოს, რომ შეუძლიათ გააგრძელონ გაზის საფასურის გადახდა სანქციების დარღვევის გარეშე. ეს უახლესი მანიშნებელია იმისა, რომ რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს იპოვოს გზა გაზის მიწოდების შესანარჩუნებლად. ევროპულ კომპანიებს უჭირთ გარკვევა, როგორ უნდა გააგრძელონ რუსული გაზის შესყიდვა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა რუბლებში გადახდა მოითხოვა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ კრემლის პირობის მიღება დაარღვევს სანქციებს. მიწოდება უკვე შეწყდა პოლონეთსა და ბულგარეთში. სხვა ქვეყნებისთვის ...

Read More »

აშშ „გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელ პირებს სანქციებს დაუწესებს

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომელთა დაწესებას „დიდი შვიდულის“ ქვეყნებთან ერთად გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა და „დიდი შვიდულის“ ქვეყნებმა შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის პოზიციების გამყარებაში როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი მხრიდან დაწესებული უპრეცედენტო სანქციები უკვე უზარმაზარ ზარალს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და ...

Read More »

Shell რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელსაც ყიდის

ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია, Shell რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ბიზნესს ყიდის და მყიდველიც იპოვა. ამის შესახებ კომპანიის რუსეთის ოფისის თანამშრომლებს უკვე განუცხადეს. ინფორმაციას Forbes წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Forbes-ის თანამოსაუბრის ცნობით, გარიგება ჯერ არ გაფორმებულა და მხარეები მოლაპარაკების პროცესში არიან. მისივე თქმით, Shell პერსონალთან ერთად ყველა ბენზინგასამართ სადგურს იმ პირობით ყიდის, რომ დასაქმებულებს ხელფასი წლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ. Shell-ის თანამშრომლებისთვის მყიდველის ვინაობა არ გაუმხელიათ. Shell-ის ...

Read More »

ბორელი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის შეხვედრას მომავალ კვირას დანიშნავს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 7-8 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები ვერ შეთანხმდებიან, შეხვედრა მომავალ კვირასაც გაიმართება. ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკომისია რუსულ ნავთობზე დაგეგმილ ემბარგოში ცვლილებებს შეიტანს, რათა ახალი პირობები უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის მისაღები აღმოჩნდეს. ბორელის თქმით, მას სჯერა, რომ საერთო კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია, “ვინაიდან ...

Read More »

BP-მ რუსეთიდან გასვლით გამოწვეული დანაკარგი ნაწილობრივ აინაზღაურა

BP-მ საკუთარი აქციების გამოსყიდვა $2.5 მილიარდით გაზარდა, რამაც ნაწილობრივ დააკომპენსირა $25.5 მილიარდიანი დანაკარგი, რომელიც რუსეთიდან გასვლას უკავშირდება. კომპანიამ პირველი კვარტლის პოზიტიური შედეგების შემდეგ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. BP-ის პირველ კვარტლის მოგებამ $6,25 მილიარდი შეადგინა, რაც ორჯერ აჭარბებს წინა წლის შედეგს და ასევე ანალიტიკოსების მოლოდინს, რომელიც $4,43 მილიარდი იყო. თუმცა, მაჩვენებელი არ ითვალისწინებს კომპანიის $29.29 მილიარდიან დანაკარგს, რომელიც რუსულ Rosneft-ში 20%-იანი წილის ...

Read More »

„მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“ – დუმის დეპუტატი ევროკავშირს

„ევროკავშირს მალე მოუწევს ნავთობის გადახდა რუბლით“, – ამის შესახებ დუმის დეპუტატმა ვიაჩესლავ ნიკონოვიმ განაცხადა. „ევროპული ქვეყნები დიდხანს ვერ იტყვიან უარს რუსული ნავთობის იმპორტზე.  ევროპელების გადაწყვეტილება მხოლოდ ენერგიის გაძვირებას გამოიწვევს. მჯერა, რომ ახლა უნგრეთი და სლოვაკეთი გახდებიან ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები ევროპაში. ეჭვი მაქვს, რომ მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“, – განაცხადა ვიაჩესლავ ნიკონოვიმ. როგორც ნიკონოვმა აღნიშნა, ევროკავშირი დიდხანს ვერ დათმობს რუსულ ნავთობს. ...

Read More »