ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ქვანახშირითა და ნავთობის კოქსით დატვირთული მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი ხიხონის პორტში შევიდა

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ქვანახშირითა და ნავთობის კოქსით დატვირთული მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი ესპანეთის ქალაქ ხიხონის პორტში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ქალაქის პორტზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული ნედლი ნავთობით მალტის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ერთი გემი კარტახენაში 6 მაისს შევიდა.

8 აპრილს ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები რუსეთიდან ნახშირის, ხის, ქიმიკატებისა და სხვა პროდუქტების, როგორიცაა არაყი, იმპორტის წინააღმდეგ, თუმცა სანქციები ჯერ სრულად არ ამოქმედდა.

ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

Leave a Reply