Tag Archives: #ელექტრომობილი

ბაიდენი პირობას დებს, რომ აშშ ჩინეთს ელექტრომობილების წარმოებაში გადაასწრებს

აშშ გეგმავს, რომ ჩინეთს ელექტრომობილების გაყიდვებში გადაასწროს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა კომპანია Ford-ის ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრობის დროს განაცხადა. „ავტომობილების წარმოების მომავალი ელექტრომობილებია. უკან დასახევი გზა არა გვაქვს. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, გავხდებით ლიდერები თუ ჩამოვრჩებით სხვებს ამ რბოლაში,“ – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ამ რბოლაში ლიდერი ჩინეთია და „თავის მოტყუება არ ღირს, რადგან ეს ფაქტია.“ პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ...

Read More »

ჩინეთში Tesla-ს გაყიდვები მკვეთრად შემცირდა

აპრილში, Tesla-ს გაყიდვების ზრდა ჩინეთში მკვეთრად შენელდა, რაც დამატებითი პრობლემაა შანხაის ავტოშოუზე პროტესტისა და მისი ელექტრომობილების ავარიების ფონზე. გასულ თვეში, ჩინეთში აწარმოეს Tesla-ს 11,949 ავტომობილი, ხოლო მარტის მონაცემებით – 34,714. გაყიდვების კლების სავარაუდო მიზეზი ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობის დაძაბვაა. ამას ხელი შეუწყო Tesla-ს წინააღმდეგ წარმოებულმა ნეგატიურმა საზოგადოებრივმა კამპანიამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის გზებზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, Tesla-ს ავარიები ...

Read More »

Lamborghini 2030 წლისთვის ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს

ძვირად ღირებული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური ფირმა Lamborghini-ის განცხადებით, კომპანია ელექტრომობილების წარმოებაზე მომავალი ათწლეულიდან გადავა. სამშაბათს კომპანიის წარმომადგენლებმა სამეტაპიანი გეგმა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, Lamborghini ჰიბრიდულ მოდელებზე ელექტრომობილების გამოშვებამდე იმუშავებს. Lamborghini-ის აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან ვინკელმანი, აცხადებს, რომ კომპანიისთვის ეს გეგმა ახალი კურსია, რომელიც CO2-ის ემისიას შეამცირებს. “აღნიშნულით ჩვენ წვლილი შეგვაქვს მდგრად განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნაში“, – ამბობს შტეფან ვინკელმანი. ცნობისთვის, ...

Read More »
გერმანიაში, შესაძლოა, საწვავზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალოს

საქართველოში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული

მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოშიც იზრდება. კომპანია Helios Energy Georgia-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული. შედარებისთვის 2020 წლის დეკემბერში რაოდენობა დაახლოებით 2 485-ს შეადგენდა. ელექტრომობილების რაოდენობის საშუალოვადიან პერსპექტივაში ზრდის მოლოდინი აქვს საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ს. მარტში გამოქვეყნებულ კვლევაში კომპანია აღნიშნავდა იმ 4 ძირითად ბარიერზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში ელექტრომობილების ზრდას, მათ შორის იყო მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ...

Read More »

Tesla-მ უკვე გაყიდა ყველა ავტომობილი, მათ შორის ისეთებიც, რომელიც ჯერ არ გამოუშვია

ინტერნეტ რესურსი Electrek-ი გვატყობინებს, რომ კომპანია Tesla-ს ელექტრომობილებზე ამ დროისთვის მოთხოვნა ზღვარსგადასულია. კომპანიამ უკვე გაყიდა ყველა ავტომობილი, მათ შორის ყველა ის, რომლის გამოშვებას ამ კვარტლის ბოლომდე, ანუ მომდევნო ორ თვეში აპირებს. სატელეფონო კონფერენციის დროს, რომელიც მიეძღვნა Tesla-ს კვარტალურ ფინანსურ მაჩვენებლებს, კომპანიის დირექტორმა ილონ მასკმა აქციონერებს განუცხადა, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. „ჩვენ ვაკვირდებით ნამდვილ ბიძგს მომხმარებლების მხრიდან ელექტრომობილებზე, რომელიც ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla-მ ჩინეთში გაფართოების გეგმები შეაჩერა

Reuters-ის ცნობით, Tesla-მ შანხაიში მიწის ყიდვის გეგმა ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო დაძაბულობის გამო შეაჩერა. ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე აშშ-ს 25%-იანი საბაჟო ტარიფი, რომელიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროს დაწესდა ნიშნავს, რომ Tesla-ს თავისი გლობალური წარმოების პროპორციის შემცირება მოუწევს, რომელიც აქამდე ჩინეთში წარმოებაზე იყო გათვლილი. ავტომობილების მწარმოებელი შანხაიში Model 3-ის წარმოებასა და სხვა ბაზრებზე ექსპორტირებას განიხილავდა, მათ შორის აშშ-ში. დაძაბულობის ...

Read More »
ინოვაცია ენერგეტიკაში

Tesla-ს გენდირექტორის პოსტზე ილონ მასკმა მხოლოდ ერთ წელში 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა 2020 წელს 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. 2018 წელს მასკი კომპანიას შეუთანხმდა, რომ მისი ანაზღაურება აქციების ოპციონის სახით მომხდარიყო. 2020 წელს კომპანიამ საკუთარ გენერალურ დირექტორს აქციების შესყიდვის უფლება მისცა, რაშიც ილონ მასკმა მხოლოდ 2,3 მილიარდი დოლარი დახარჯა, დღეს კი ამ აქციების ღირებულება 13,3 მილიარდი დოლარია. ამის შედეგად 2020 წელს Tesla-ს გენერალური დირექტორის პოსტზე ...

Read More »
გერმანიაში ელექტრომობილის მყიდველებს მთავრობა 4 ათას ევროს გადაუხდის

2026 წელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება

Boston Consulting Group (BCG)-ის მონაცმებით, 2026 წელს მსოფლიოში გაყიდული მსუბუქი ავტომობილებიდან ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება. BCG-ის 2020 წლის მონაცემებით, 2025 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრის მესამედს დაიკავებენ, ხოლო 2030 წელს – 51%-ს. კოვიდპანდემიის 2020 წელს მსოფლიო ბაზარზე ელექტრომობილების წილი 12%-ით გაიზარდა მაშინ, როცა 2019 წელს 8%-ს შეადგენდა. BCG-ში პროგნზირებენ, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოში ნახშიროჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვისა და საწვავის ელემენტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების ...

Read More »

საუდის არაბეთი ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს

საუდის არაბეთმა მრჩეველები დაიქირავა, მათ შორის Boston Consulting Group, რათა შეისწავლონ ადგილობრივი ელექტრომობილების წარმოების ყველა შესაძლებლობა. პროექტი უკავშირდება ქვეყანაში საავტომობილო ინფრასტრუქტურის შექმნისა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების არსებულ გეგმებს. იგი ითვალისწინებს ნავთობპროდუქტებზე დაფუძნებული ეკონომიკის ზრდას და დივერსიფიკაციას. უკვე რამდენიმე წელია, რაც $400 მილიარდიანი საზოგადოებრივი ინვესტიციის ფონდი გააქტიურდა ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით. 2018 წელს, მათ Tesla-ში მცირე წილი შეიძინეს. ფონდმა Tesla-ს თითქმის ყველა ...

Read More »

ხვალიდან ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ტაქსებით მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ფირმის უახლესი, 2019 წლის, კომპანია „აიქარის“ ეკომეგობრული ტაქსები მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან, როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასევე საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით შეეძლებათ.

Read More »